კრიმინალისაქართველო

ანტალიაში 61 წლის ქართველი ქალი მოკლეს

ანტალიაში, ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში საქართველოს მოქალაქის ცხედარი აღმოაჩინეს. მოკლული 61 წლის ქეთევან ქათამაძეა. ინფორმაცის „რუსთავი 2“ ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, საცხოვრებელი სახლიდან არასასიამოვნო სუნი გამოდიოდა, რის გამოც მეზობლებმა შესაბამის სამსახურებს მიმართეს.

სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები საცხოვრებელ ბინაში ფანჯრიდან შევიდნენ, სადაც ნახევრად შიშველი ქალის ცხედარი აღმოაჩინეს. გავრცელებული ინფორმაციით, ქალი, სავარაუდოდ, თოკით დაახრჩვეს. მოკლული ქალბატონი ბოლო 20 წლის განმავლობაში ანტალიაში ცხოვრობდა და მუშაობდა.

გარდაცვლილის ერთ-ერთი მეზობლის თქმით, დერეფანში არასასიამოვნო სუნი გამოვიდა, პოლიცია გამოიძახა და სახლში ცხედარი ნახეს: „დღეს აივანზე შევიკრიბეთ ლანჩისთვის და საშინელი სუნი მოვიდა. მაშინვე პოლიცია გამოვიძახე. როდესაც სამართალდამცველები მოვიდნენ, მათ სახანძრო დეპარტამენტს სთხოვეს სახლში შესვლა. სახანძრო ბრიგადის დახმარებით, ისინი სახლში აივნიდან შევიდნენ, შიგნით კი ცხედარი იპოვეს”.

თურქეთში საქართველოს საკონსულო უკვე დაუკავშირდა გარდაცვლილის ოჯახს. მიმდინარეობს გამოძიება, ექსპერტიზის დასრულების შემდეგ მოკლულის ცხედარს სამშობლოში გადმოასვენებენ.

კომენტარები

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close