მსოფლიოპოლიტიკასაზოგადოებასაქართველო

საქართველო უსაფრთხო ქვეყნად ამჯერად სლოვენიამ აღიარა

სლოვენია ევროკავშირის წევრი მე-14 სახელმწიფოა, რომელმაც საქართველო უსაფრთხო ქვეყნად აღიარა. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, უსაფრთხო წარმოშობის ქვეყნების ოფიციალური სია მხოლოდ ევროკავშირის/შენგენის 20 წევრ-სახელმწიფოს აქვს.

„სლოვენიის მხრიდან მიღებული გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველო ადამიანის უფლებების დაცვისა და დემოკრატიული სტანდარტებით, ისევე როგორც ზოგადი პოლიტიკური გარემოსა და უსაფრთხოების გათვალისწინებით, მიიჩნევა ქვეყანად, სადაც ადგილი არ აქვს მოქალაქეების შევიწროებას და ადამიანები დაცულნი არიან ყველა სახის შესაძლო დევნისაგან.

სლოვენიის მიერ საქართველოს უსაფრთხო ქვეყნად აღიარების შედეგად საქართველოს მოქალაქეების თავშესაფრის განაცხადების განსახილველად გამოყენებული იქნება დაჩქარებული პროცედურა, რაც განაცხადის განხილვის ვადას საგრძნობლად შეამცირებს“, – ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.

სლოვენია ევროკავშირის წევრი მე-14 სახელმწიფოა, რომელმაც საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანა. დანარჩენი 13-ია: ბულგარეთი, საფრანგეთი, ლიხტენშტეინი, ავსტრია, ბელგია, ნიდერლანდები, ისლანდია, ლუქსემბურგი, ირლანდია, ესტონეთი, დანია, ჩეხეთი და კვიპროსი.

ნინო ხოშტარია

მსგავს თემაზე: საქართველოს უსაფრთხო ქვეყნად აღიარების პლუს-მინუსები ემიგრანტებისა და ტურისტებისათვის

კომენტარები

Tags

Related Articles

Back to top button
გაზიარება
Close