მიგრაციამსოფლიოპოლიტიკაnews

საქართველოს უსაფრთხო ქვეყნად აღიარების პლუს-მინუსები ემიგრანტებისა და ტურისტებისათვის

დანიის სამეფომ საქართველო უსაფრთხო კატეგორიის ქვეყნების სიაში შეიყვანა. აღნიშნული გადაწყვეტილება ქვეყნის იმიგრაციის სამსახურმა, სამეფოს ეროვნულმა პოლიციამ და  ლტოლვილთა საბჭომ მიიღეს. დანიის მხრიდან მიღებული გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ და უსაფრთხოების თვალსაზრისით არსებულ დადებით გარემოს, პოლიტიკურ სტაბილურობას და ეკონომიკურ განვითარებას, რასაც ევროპელი პარტნიორები აღიარებენ.

საქართველოს უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეყვანის შემდეგ დანიური მხარე საქართველოს მოქალაქეების განაცხადს თავშესაფრის მოთხოვნის შესახებ შემჭიდროებულ ვადებში განიხილავს და არ დააკმაყოფილებს. აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაშია 2018 წლის 21 ნოემბრიდან. აღსანიშნავია, რომ ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის ვიზიტი დანიის სამეფოში.

დანიის გარდა ანალოგიური გადაწყვეტილებები მიღებულია ევროპის უმრავლეს ქვეყანაში. ამასათან ერთად, ის მაჩვენებლები, რაც ემიგრაციის მსურველებისათვის არ არის სასურველი, მომხიბვლელია, ზოგადად, ქართული ტურიზმისთვის. ტურიზმის სააგენტოს ინფორმაციით, წელს საქართველო მსოფლიოს ათ უსაფრთხო სახელმწიფოს შორის მოხვდა. მოგზაურებისათვის პოპულარული საიტის, See.place-ის მიხედვით, იაპონიის, ტაივანის, ჰონკონგის, სამხრეთ კორეის, არაბთა გაერთიანებული საამიროების, მალტისა და ლუქსემბურგის შემდეგ საცხოვრებლად უსაფრთხო ქვეყნების სიაში საქართველო მე-8 ადგილს იკავებს. See.place-ის მონაცემებით, საქართველოში კრიმინალის დონე ძალიან დაბალია, სწორედ ამ კრიტერიუმით მოხვდა საქართველო ტოპათეულში. საქართველოს შესახებ See.place-ი ინფორმაციას სოციალურ ქსელ ფეისბუქითაც აქვეყნებს. See.place-ს ფეისბუქზე 1 400 000-მდე მოწონება აქვს.

World Economic Forum-მაც შეადგინა უსაფრთხო და საშიში ქვეყნების რეიტინგი (136 ქვეყანა, 2017 წლის მონაცემების მიხედვით). ყველაზე უსაფრთხო ქვეყნად 6,65 ქულით ფინეთი დასახელდა. მეორე ადგილზეა არაბთა გაერთიანებული საამიროები 6,60 ქულით, ხოლო მესამეზე – ისლანდია 6,57 ქულით. საქართველო რეიტინგში შემავალი 136 ქვეყნიდან ტაივანის შემდეგ, 29-ე პოზიციას იკავებს 6,01 ქულით. სომხეთმა და აზერბაიჯანმა 34-35-ე პოზიციები გადაინაწილეს. 109-ე ადგილზეა რუსეთი, ხოლო 127-ზე – უკრაინა.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close