მიგრაციამსოფლიოპოლიტიკა

ევროკავშირის ქვეყნებიდან ლტოლვილთა დეპორტაციის ახალი დაჩქარებული ვადები განისაზღვრა

ევროკავშირის ქვეყნებიდან ლტოლვილთა დეპორტაცია უფრო სწრაფად მოხდება. მინიმალური დრო, რომელსაც მიგრანტები სადეპორტაციო ციხეში გაატარებენ, სამ თვემდე შემცირდა, ხოლო მაქსიმალური ვადა ექვსი თვით განისაზღვრება. ეს ვადა ევროკავშირის წევრი ყველა სახელმწიფოსთვის ერთიანი იქნება.

როგორც ევროკავშირში განმარტავენ, აღნიშნული ზომის მიღების მიზანია, მოხდეს იმ მიგრანტების დროული დეპორტაცია, რომლებიც ერთ ქვეყანაში თავშესაფარზე უარის მიღების შემდეგ ევროკავშირის სხვა ქვეყანაში იმალებოდნენ.

დეპორტაციის ერთიანი ვადის შემოღებაზე ევროკავშირის წევრი ქვეყნების შინაგან საქმეთა მინისტრები 7 ივნისს ლუქსემბურგში გამართულ შეხვედრაზე შეთანხმდნენ.

ახალი წესები, უკიდურეს შემთხვევაში, მიგრანტების მესამე ქვეყნებში გაძევებას ითვალისწინებს.

გამკაცრებული რეგულაციები დასამტკიცებლად ევროპარლამენტს გადაეგზავნა.

მოქმედი კანონმდებლობით, იმ მიგრანტების დეპორტაციის მცდელობა, რომელთაც თავშესაფარზე უარი უთხრეს, ხშირად უშედეგოდ სრულდება იმის გამო, რომ მიგრანტებს არ აქვთ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, მათი მოქალაქეობის დადგენა ვერ ხერხდება, ან მათი მშობლიური ქვეყანა რეადმისიაზე უარს ამბობს.

სადეპორტაციო ციხეში მიგრანტი იმ შემთხვევაში მოხვდება, თუ გაქცევას ან დეპორტაციისთვის თავის არიდებას შეეცდება. საპატიმროში გადაყვანის მიზეზი მომავალში შეიძლება გახდეს „საფრთხე, რომელსაც მიგრანტი საზოგადოებრივ წესრიგს შეუქმნის“.

წყარო: 1TV.GE

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close