რას არ გაიგებ/ფაქტებიფსიქოლოგია

უბედურების ფაზები – „რაც არ გვკლავს, გვაძლიერებს“…

სამწუხაროდ, ბუნებაში არ არსებობს ადამიანი, რომელიც ისე გაივლის ცხოვრების გზას, რომ ერთხელ მაინც არ დაატყდება თავს ტრაგედია. უბედურების განცდა თითოეული ჩვენგანისთვის უცხო სულაც არაა, მაგრამ ცოტამ თუ იცის, რომ ამ სულიერი მდგომარეობისას ადამიანი 4 ფსიქოლოგიურ ფაზას გადის.

პირველი შოკია. მისი ხანგრძლივობა 1 წმ-იდან რამდენიმე კვირას შეიძლება გაგრძელდეს. შოკის დროს ადამიანი მომხდარ ტრაგედიას ვერ იჯერებს. ეს მის გარეგნობასა და ქცევაშიც აისახება: დაბალი აქტივობა, გარემომცველი სამყაროსადმი გულგრილი დამოკიდებულება და მგრძნობიარობის დაქვეითება…

მეორე ფაზა – ტანჯვაა. ის 5 კვირაზე მეტხანს გრძელდება. ადამიანი მუდმივად შეშფოთებულია, ძალზე უჭირს რაიმეზე კონცენტრირება. ხშირად ისეც ხდება, რომ ამ დროს მას ჯანმრთელობის პრობლემები უჩნდება.

მესამე ფაზა – მიღება. ამ პერიოდში ადამიანი იაზრებს უბედურების მიზეზს და მომხდარს მეტ-ნაკლებად ეგუება. უნდა აღინიშნოს, რომ მესამე ფაზის დადგომა დიდადაა დამოკიდებული ადამიანის დასაქმების ხარისხზე. რაც მეტ ადგილს იკავებს მის ცხოვრებაში სამუშაო, მით სწრაფად დგება მესამე პერიოდი და მით უფრო იოლად ეგუება ადამიანი ტრაგიკულ მოვლენებს. შრომა, საქმიანობა ადამიანს ეხმარება, ტკივილი გადაიტანოს.

მეოთხე, ბოლო ფაზა – რეგენერაცია ანუ აღდგენაა. როგორც წესი, ის უბედური შემთხვევიდან დაახლოებით წელიწად-ნახევრის შემდეგ იწყება. ამ პერიოდს ახასიათებს ჩუმი სულიერი ტკივილი და მომხდარის გახსენებით გამოწვეული ტანჯვა. ისიც გასათვალისწინებელია, რომ აღდგენის შემდეგ ადამიანი სულიერად უფრო კაჟდება და გაცილებით იოლად გადააქვს თავისი ცხოვრების შემდგომი რთული მომენტები. როგორც ამბობენ, ტანჯვა ადამიანს აწრთობს – „რაც არ გვკლავს, გვაძლიერებს“.

თამარ ქავჟარაძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close