მსოფლიოიტალიასაზოგადოება

რომის პაპმა „მამაო ჩვენოს“ ტექსტი შეცვალა

რომის პაპმა ფრანცისკემ „მამაო ჩვენოს“ იტალიური თარგმანის ტექსტში ცვლილება შეიტანა, – ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. ლოცვის ახალმა რედაქციამ კათოლიკე მღვდლების ნაწილის და სოციალური ქსელების ზოგიერთ მომხმარებელთა აღშფოთება გამოიწვია.

ტექსტის ცვლილებაზე თეოლოგები და მღვდელმსახურები 16 წლის განმავლობაში მუშაობდნენ, ახალი ვარიანტი კი ვატიკანმა 22 მაისს დაამტკიცა. ახალ რედაქციაში ფრაზა„ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა“ ჩანაცვლდა ფრაზით „არ მოგვცე საშუალება განსაცდელში ჩავარდნის“.

რომის პაპი ტექსტის ცვლილების აუცილებლობაზე ჯერ კიდევ 2017 წელს საუბრობდა. იგი განმარტავდა, რომ არსებული თარგმანი არასწორად გამოხატავს ღვთაებრივი ქმედების არსს.

„ღმერთი არ გვაგდებს განსაცდელში, არამედ გვეხმარება, რომ დაცემის შემდეგ წამოვდგეთ… ეს ცუდი თარგმანია, იმიტომ რომ აქ საუბარია ღმერთზე, რომელიც ცდუნებაში გვაგდებს. ის, რომელიც ცდუნებას შთაგვაგონებს – სატანაა, ეს სატანის როლია“, – ამბობდა რომის პაპი.

სასულიერო პირთა ნაწილი ლოცვის ტექსტის ცვლილებას ეწინაღმდეგებოდა. მათი რწმენით, ლოცვა უნდა დარჩეს იმ სახით, როგორც ის ახალ აღთქმაშია.

„მამაო ჩვენო“ ერთადერთი ლოცვაა, რომლის ტექსტიც, სახარების თანახმად, მოციქულებს პირდაპირ ქრისტესგან გადაეცათ და ეს ლოცვა ყველაზე გავრცელებულია მთელი მსოფლიოს ქრისტიანებს შორის.

ამავე თემაზე: იტალიის ესპისკოპოსთა კონფერენციის გენერალურმა ასამბლეამ „მამაო ჩვენოს“ ტექსტის თარგმანში ცვლილება შეიტანა

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close