fbpx
მოგზაურობამსოფლიოტექნოლოგიები

ნასა ტურისტებს საერთაშორისო კოსმოსური სადგურის კარს უღებს

ნასა 2020 წლიდან ტურისტებს საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ეპატიჟება. როგორც აშშ-ის ეროვნულ კოსმოსურ სააგენტოში აცხადებენ, მოკლევადიანი კოსმოსური მისიები დედამიწის ორბიტაზე მდებარე სადგურზე წელიწადში ორჯერ გაიგზავნება და ერთი ღამის გატარება ამ უჩვეულო „სასტუმროში“ 35 000 დოლარი ეღირება. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

კერძო პირებს საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე დარჩენა 30 დღის განმავლობაში შეეძლებათ.

კოსმოსში გამგზავრების მსურველებს არაორდინარული ტურის დაწყებამდე ფიზიკური და სამედიცინო შემოწმების გავლა მოუწევთ.

კოსმოსური ტურისტული მოგზაურობებისთვის ხომალდებს ილონ მასკის კომპანია SpaceX და „ბოინგი“ ააგებენ.

პირველი კოსმოსური ტურისტი ამერიკელი ბიზნესმენი დენის ტიტო გახდა, რომელმაც 2001 წელს კოსმოსში მოგაზურობისთვის რუსეთს 20 მილიონი აშშ დოლარი გადაუხდა.

ნინო ხოშტარია

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close