მოგზაურობამსოფლიოპოლიტიკა

აშშ-ის ვიზის მისაღებად ამერიკის ხელისუფლებამ ახალი წესი შემოიღო

აშშ-ის ვიზის მისაღებად ამერიკის ხელისუფლებამ ახალი წესი შემოიღო. ცვლილება 2019 წლის 31 მაისიდან შევიდა ძალაში. ამის შესახებ Hill.TV იუწყება.

ამიერიდან ყველამ, ვისაც ამერიკის ვიზის მიღება სურს, უნდა წარადგინოს ინფორმაცია სოციალურ ქსელებში საკუთარი ანგარიშის (Account) შესახებ. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში მიაჩნიათ, რომ ამ გზით ქვეყანა პოტენციურ საფრთხეებსა და ტერორისტულ აქტებს თავიდან აიცილებს.

თუკი ვიზის მიღების მსურველი იცრუებს, რომ არ აქვს საკუთარი ანგარიში სოციალურ ქსელებში, ტყუილისთვის მას სერიოზული საიმიგრაციო შედეგები ელოდება.

აღნიშნული ცვლილება ვიზის მიღების წესში აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მოთხოვნით განხორციელდა.

მსგავს თემაზე: აშშ-ის სავიზო განაცხადის შევსებისას სოციალური ქსელების მონაცემებს ითხოვენ

საბერძნეთის მოქალაქეებისთვის ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უვიზო რეჟიმი საბოლოოდ აამოქმედა

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close