ეს მარტივი საშუალება თქვენს სახსრებს ნამდვილ მხსნელად მოევლინება!
სახსრების ტკივილს ვინ არ შეუწუხებია?! უმეტესობამ, განსაკუთრებით 40 წლის ზემოთ, კარგად იცის, თუ რა უსიამოვნო შეგრძნებაა, როცა გულისგამაწვრილებელი ტკივილისგან ადგილს ვერ პოულობ, ნაირ-ნაირ წამალს ყლაპავ (რომლებსაც ათასგვარი გვერდითი მოვლენები აქვთ), მაგრამ უშედეგოდ… ეს მარტივი საშუალება თქვენს ხელ-ფეხს, ზურგსა და კისერს ნამდვილ მხსნელად მოევლინება.
საჭიროა: 150 გ ჟელატინი – ეს რაოდენობა ერთი თვე გეყოფათ.
მომზადება და გამოყენება: 2 ჩაის კოვზი ჟელატინი ყოველ საღამოს 1/4 ჭიქა ცივ წყალში გახსენით, კარგად მოურიეთ და დილამდე დატოვეთ. მიღებული ნარევი დილიდან მიიღეთ უზმოზე. თუ გემო არ გესიამოვნათ, შეგიძლიათ ცოტა თაფლი, ახალგამოწურული წვენი ან არაჟანი დაუმატოთ.
უკვე 7 დღის შემდეგ შეამჩნევთ, რომ ზურგის, კისრის, სახსრების ტკივილი შესუსტდება, ერთი თვის შემდეგ კი მკურნალობა შეწყვიტეთ, რადგან შედეგი უკვე მიღწეული იქნება – ტკივილი სულ გაქრება.
ერთთვიანი კურსის გამეორება 6 თვის შემდეგ შეგიძლიათ, თუმცა ამის აუცილებლობა არ იქნება.
ისმის კითხვა: რატომ არის, რომ უბრალო ჟელატინი ასე კარგად მოქმედებს? საქმე ისაა, რომ ჟელატინს იღებენ კოლაგენის გადამუშავების გზით, რომელიც მსხვილფეხა რქოსანი საქონლის ძვლებისა და შემაერთებელი ქსოვილის შემადგენლობაშია. ამას გარდა, მისი მიღების პროცესი ხრტილისა და მყესების გადამუშავებასაც მოიცავს, ამიტომ ჟელატინის შემადგენლობაში შედის ამინომჟავები, რომლებიც სახსრების შემაერთებელი ქსოვილის აღდგენას უწყობენ ხელს.
კირა კარიაული
მსგავს თემაზე: ორი მარტივი და უებარი საშუალება სახსრების ტკივილის წინააღმდეგ
კომენტარები