ათენში ბინის ძარცვის მცდელობისას საქართველოს მოქალაქე მე-5 სართულიდან გადმოვარდა

საქართველოს მოქალაქე 31 წლის მამაკაცი ბინის გაძარცვის მცდელობისას მე-5 სართულიდან გადმოვარდა. შემთხვევა ათენში, ამბელოკიპში მოხდა პარასკევს, დაახლოებით ღამის 3 საათზე. ამის თაობაზე ბერძნული მედია იტყობინება. 

ქურდი ამბელოკიპში პაპადიამანტოპულუს ქუჩაზე მდებარე მრავალსართულიანი სახლის ერთ-ერთ ბინაში შესვლას ცდილობდა, თუმცა მეზობლებმა მძარცველი შეამჩნიეს და პოლიცია გამოიძახეს. იგი სადარბაზოს ფანჯრიდან სახურავზე ასვლას შეეცადა, რომ მეზობელი სახლის სახურავზე გადასულიყო და მიმალულიყო, თუმცა თავი ვერ შეიკავა და პირველ სართულზე ჩამოვარდა.

31 წლის მამაკაცი მძიმედ დაშავდა. იგი მოტეხილობებით ევანგელიზმოსის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

წყარო: rua.gr
კომენტარები