იტალიაკრიმინალისაზოგადოება
პოლიციელებმა მოხუც კაცს დაკავების ნაცვლად მოპარული ტირამისუს თანხა გადაუხადეს
90 წლის რომაელმა მოხუცმა, რომელსაც ძალიან მოუნდა ტკბილეული და ფული არ ჰქონდა, ტირამისუ მოიპარა: იგი შევიდა სუპერმარკეტში, აიღო ერთი ულუფა ტირამისუ და ქურთუკის ქვეშ დამალა, თუმცა მაღაზიიდან შეუმჩნევლად გამოსვლა ვერ შეძლო: მეპატრონემ გააჩერა მოხუცი და მისი თავის მართლების მიუხედავად პოლიცია გამოიძახა.
კოლომბოს კომისარიატის პოლიციის აგენტებმა, მაღაზიის უგულო მეპატრონისგან განსხვავებით, შეიცოდეს ხანდაზმული სენიორი, რომლის თქმით, მუდმივად არ ჰყოფნის თანხა; უფრო მეტიც, უყიდეს მას საჭმელი, გადაუხადეს მოპარული ტირამისუს თანხა და განყოფილების ნაცვლად მოხუცი სახლში მიაცილეს საპატრულო მანქანით.
წყარო: chedonna.it
თუ მოგეწონათ სტატია, მოიწონეთ და გააზიარეთ
კომენტარები