მსოფლიოში საუკეთესო იახტა – იტალიური BENNETTI SPECTRE

იტალიურმა მეგაიახტა SPECTRE-მა, რომლის სიგრძე 69 მეტრია, 500-იდან 1999 ტონამდე წყალწვის ძრავიან იახტებს შორის გაიმარჯვა.

გიგანტურმა იახტამ, რომლის თითოეული დეტალი იტალიურია – ჯორჯო კასეტას (ექსტერიერი) და წამყვანი გემთმშენის, Benetti-ს დიზაინერების მიერ (ინტერიერი) არის დამუშავებული და შექმნილი, World Syperyacht Awards-ის ჟიურის საერთაშორისო გუნდი მოხიბლა.

Benetti Spectre არა მარტო სილამაზით გამოირჩევა, არამედ აღჭურვილია მძლავრი ძრავით და მართვის მოწინავე ტექნოლოგიური სისტემით. იახტის კრეისერული სიჩქარეც შთამბეჭდავია – 12 კვანძი და შეუძლია 6500 მილის გავლა (12 000 კმ-ზე მეტი) საწვავის შევსების გარეშე.

თავისი შთამბეჭდავი გაბარიტების მიუხედავად იტალიურ იახტას შედარებით მცირე წყალშიგი (გემის კორპუსის ჩასვლა წყალში) აქვს  – 3,2 მ, ამიტომ თავისუფლად შეუძლია მეჩხერწყლიან ზონებში შესვლაც.

Spectre-მა World Syperyacht Awards-ის პრემია მოიპოვა დაახლოებით ერთი თვის თავზე მას შემდეგ, რაც Asia Boating Awards 2019-ზე საუკეთესოდ დასახელდა.

თუ მოგეწონათ, მოიწონეთ და გააზიარეთ

დაგაინტერესებთ: ახალ მოწყობილობას შეუძლია ინსულტი 30 წამში გამოავლინოს 92%-იანი სიზუსტით

კომენტარები