უფასო Wi-Fi მსოფლიოს – ილონ მასკმა ორბიტაზე პირველი თანამგზავრები გაუშვა

ილონ მასკის კოსმოსურმა კომპანია SpaceX-მა დაადასტურა რაკეტა FALCON 10-ის საშუალებით ორბიტაზე 60 კოსმოსური თანამგზავრის გაშვება. რაკეტამ სტარტი აშშ-ის ფლორიდის ნახევარკუნძულზე, კანავერალის კონცხიდან აიღო. ინფორმაცია ილონ მასკმა ტვიტერზე გაავრცელა. თანამგზავრებმა დედამიწა უფასო გლობალური Wi-Fi-ს სერვისით უნდა უზრუნველყოს.
ილონ მასკის კომპანიის განცხადებით, პერიოდულად განაახლებს ინფორმაციას თანამგზავრების ორბიტაზე გადაადგილების შესახებ.
პროექტი Starlink-ი ოთხი წლის წინ შემუშავდა მასკის ინიციატივით, რომ გლობალური ინტერნეტი მსოფლიოსთვის უსასყიდლოდ იყოს ხელმისაწვდომი. პროექტ Starlink-ის მიხედვით, ეტაპობრივად, ორბიტაზე სულ 11 ათასი თანამგზავრი უნდა გაუშვან.
პროექტის პირველი ეტაპის განსახორციელებლად 3,5 მილიარდი დოლარი დაიხარჯება, ჯამში კი პროექტისთვის 10 მილიარდ დოლარზე მეტია გამოყოფილი.
46 წლის ილონ მასკი, Forbes-ის მიხედვით, 20.4 მილიარდი დოლარის ქონებას ფლობს. ბლუმბერგის მილიარდერების ინდექსში მასკი ამ ქონებით 41-ე ადგილს იკავებს.
კომპანია SpaceX მასკმა 2002 წელს დააფუძნა, 2003 წელს კი „ტესლა მოტორსის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი გახდა. „ტესლა მოტორსმა“ საერთაშორისო ყურადღება 2008 წელს მიიპყრო, როცა მასობრივად გამოუშვა პირველი სპორტული ელექტროავტომობილი. ელექტროავტომობილის გაყიდვებმა 2015-2016 წლებში რეკორდულ რაოდენობას მიაღწია.
წყარო: batumelebi.netgazeti.ge
თუ მოგეწონათ, მოიწონეთ და გააზიარეთ
ამავე თემაზე: SpaceX-მა „სამყაროს ინტერნეტის“ პირველი თანამგზავრები 17 თებერვლის ნაცვლად 22 თებერვალს გაუშვა
კომენტარები