მსოფლიოში საუკეთესო იახტა – იტალიური BENNETTI SPECTRE
იტალიურმა მეგაიახტა SPECTRE-მა, რომლის სიგრძე 69 მეტრია, 500-იდან 1999 ტონამდე წყალწვის ძრავიან იახტებს შორის გაიმარჯვა.
გიგანტურმა იახტამ, რომლის თითოეული დეტალი იტალიურია – ჯორჯო კასეტას (ექსტერიერი) და წამყვანი გემთმშენის, Benetti-ს დიზაინერების მიერ (ინტერიერი) არის დამუშავებული და შექმნილი, World Syperyacht Awards-ის ჟიურის საერთაშორისო გუნდი მოხიბლა.
Benetti Spectre–ი არა მარტო სილამაზით გამოირჩევა, არამედ აღჭურვილია მძლავრი ძრავით და მართვის მოწინავე ტექნოლოგიური სისტემით. იახტის კრეისერული სიჩქარეც შთამბეჭდავია – 12 კვანძი და შეუძლია 6500 მილის გავლა (12 000 კმ-ზე მეტი) საწვავის შევსების გარეშე.
თავისი შთამბეჭდავი გაბარიტების მიუხედავად იტალიურ იახტას შედარებით მცირე წყალშიგი (გემის კორპუსის ჩასვლა წყალში) აქვს – 3,2 მ, ამიტომ თავისუფლად შეუძლია მეჩხერწყლიან ზონებში შესვლაც.
Spectre-მა World Syperyacht Awards-ის პრემია მოიპოვა დაახლოებით ერთი თვის თავზე მას შემდეგ, რაც Asia Boating Awards 2019-ზე საუკეთესოდ დასახელდა.
თუ მოგეწონათ, მოიწონეთ და გააზიარეთ
დაგაინტერესებთ: ახალ მოწყობილობას შეუძლია ინსულტი 30 წამში გამოავლინოს 92%-იანი სიზუსტით
კომენტარები