მსოფლიოქართველები უცხოეთში

ბრიუსელის მთავარ სიმბოლოს ქართული ჩოხა ჩააცვეს და მრავალჟამიერი უმღერეს

26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ბრიუსელის მთავარი სიმბოლო MANNEKEN PIS ქართულ ეროვნულ სამოსში გამოაწყვეს. მთელი დღის განმავლობაში ბელგიის დედაქალაქში ჩოხიან „მანეკენ პისთან“ უამრავი ადამიანი იღებდა სამახსოვრო ფოტოს.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ევროკავშირის დედაქალაქში „მანეკენ პისტან“ კიდევ ერთი ღონისძიება გაიმართა: ევროპაში მცხოვრები ქართველები, საქართველოს ელჩი, ბრიუსელის მერიის წარმომადგენლები და „მანეკენ პისის“ საზოგადოების წევრები შეიკრიბნენ და ფრანგულ და ქართულ ენებზე სიმღერები შეასრულეს.

ანსამბლმა „მამულმა“ „ჩოხოსან“ ბელგიის სიმბოლოს მრავალჟამიერი უმღერა.

„მანეკენ პისი“ ბრიუსელში 1618 წელს განათავსეს და მას არაერთი ლეგენდა უკავშირდება. ქანდაკებას საკუთარი მუზეუმიც აქვს, სადაც სხვა ექსპონატებთან ერთად წარმოდგენილია, აგრეთვე, მისი გარდერობი 900-ზე მეტი საზეიმო სამოსით.

წყარო: imedinews.ge

მოუსმინეთ „მამულის“ მრავალჟამიერს ბელგიაში:

თუ მოგეწონათ სტატია, მოიწონეთ და გააზიარეთ

მსგავს თემაზე: ანსამბლმა „რუსთავმა“ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე „ჩაკრულო“ შეასრულა

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close