ხელოვნებაnewsკულტურასაქართველო

ანსამბლმა „რუსთავმა“ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე „ჩაკრულო“ შეასრულა

სტრასბურგში, ევროპის სასახლეში, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის სიტყვით გამოსვლამდე ანსამბლმა „რუსთავმა“ „ჩაკრულო“​​ შეასრულა.

ანსამბლი ხვალ, 11 აპრილს სტრასბურგის კათედრალში კონცერტს გამართავს. კონცერტზე დასასწრებად საფრანგეთის ქართველობის გარდა სტრასბურგში ჰოლანდიაში მცხოვრები ქართველებიც ჩავიდნენ.

„ემიგრანტებსა და ანსამბლის წევრებს შორის შეხვედრა 9 აპრილს უკვე გაიმართა. მათ ერთად გაიხსენეს 1989 წლის 9 აპრილის ტრაგიკული მოვლენები. გადაწყდა, რომ ჰოლანდიაში შეიქმნება ანსამბლ „რუსთავის“ ფანკლუბი, რომლის მიზანია საქართველოს და ქართულ კულტურას ევროპასა და მსოფლიოში პოპულარობა გაუწიოს“, – ნათქვამია ანსამბლ „რუსთავის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ინფორმაციისთვის: „ჩაკრულო“ – ქართული (ქართლ-კახური) კლასიკური, საგუნდო, პოლიფონიური, სუფრული სიმღერაა.

1977 წელს „ჩაკრულო“ ნასამ კოსმოსში, მზის სისტემის მიღმა გაგზავნა დედამიწის სხვა ხმებსა  და ინფორმაციასთან ერთად (წყლის ხმაური, ბავშვის ტირილი, მისალმება 55 ენაზე და სხვ.). ნასას ავტომატურ კოსმოსურ ზონდებზე  – „ვოიაჯერ-1-სა“ და „ვოიაჯერ-2-ზე“ მიმაგრებული ორი იდენტური ოქროს ფირფიტა დედამიწის შესახებ ინფორმაციით ჩვენი პლანეტის გარეთ არსებული ცივილიზაციების წარმომადგენლებისათვის არის განკუთვნილი. 2012 წლის 25 აგვისტოს „ვოიაჯერ 1“ ადამიანის მიერ შექმნილი პირველი მოწყობილობა გახდა, რომელიც მზის სისტემას გასცდა.

2001 წელს იუნესკომ ქართული პოლიფონია კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად აღიარა.

მოუსმინეთ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე „რუსთავის“ მიერ შესრულებულ „ჩაკრულოს“.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close