კრიმინალისაბერძნეთი

ათენში ახალგაზრდა ქალის მკვლელობის ბრალდებით მისი ყოფილი ქმარი დააკავეს

ბერძნული მედია, კერძოდ, გამოცემა www.nooz.gr ავრცელებს ინფორმაციას, რომ 17 მაისს  ათენში დააკავეს 29 წლის ქართველი ქალის მკვლელობაში ბრალდებული 32 წლის მამაკაცი, მისი ყოფილი მეუღლე, საქართველოს მოქალაქე. დილით მასზე დაკავების ორდერი გაიცა და მამაკაცი დღის მეორე ნახევარში მიიყვანეს პროკურატურაში საგამოძიებო ღონისძიებებისთვის.

შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდა ქალი 14 მაისს ნათესავმა ქალმა აღმოაჩინა მოკლული მისივე ბინაში, დედაქალაქის კალითეის რაიონში. მსხვერპლს კისერზე მძიმე დაზიანებები აღენიშნებოდა. სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზამ გაკვეთის შემდეგ დაადგინა, რომ ქალი წვრილი ტყავის ქამრით დაახრჩვეს. პოლიციელებმა ქამარი მისივე საწოლის ქვეშ იპოვეს.

საგამოძიებო ღონისძიებების დროს დადგინდა, რომ სავარაუდო დამნაშავე ახალგაზრდა ქალის ყოფილი ქმარია, 32 წლის მამაკაცი.

წინასწარმა გამოძიებამ გაარკვია, რომ წყვილი, ორი მცირეწლოვანი ბავშვის მშობლები, გასული წლის აგვისტოში დაშორდნენ, თუმცა მამაკაცი მაინც ეჭვიანობდა ყოფილ ცოლზე, არ ასვენებდა, მუდმივად აწუხებდა მას და ზოგჯერ სცემდა კიდეც.

გამოძიების ვარაუდით, 13 მაისს იგი ისევ მივიდა ყოფილ ცოლთან სახლში და სწორედ მაშინ მოკლა.

საქმე განსახილველად გადაეცა ათენის სისხლის სამართლის სასამართლოს გენერალურ პროკურორს, ტარდება ოპერატიული ღონისძიებები.

ცნობილია, რომ მოკლული ახალგაზრდა ქალი ქუთაისელი ქეთევან სუთიძეა, რომელიც რამდენიმე წელია საბერძნეთში ცხოვრობდა. მას 6 წლის გოგონა და 10 წლის ბიჭი დარჩა. მკვლელობის ბრალდებით დაკავებული მისი ყოფილი ქმარი შალვა ქათამაძეა.

წყარო: www.nooz.gr

მოიწონეთ და გააზიარეთ

ამავე თემაზე: ათენში 29 წლის ქართველი ქალი გარდაცვლილი იპოვეს

ახალი დეტალები ახალგაზრდა ქალის მკვლელობაზე ათენში

კომენტარები

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close