კრიმინალიnewsსაბერძნეთი

ახალი დეტალები ახალგაზრდა ქალის მკვლელობაზე ათენში

ექსპერტიზის დასკვნით, კალითეაში მოკლული 29 წლის ქართველი ქალი ტყავის ქამრით დაახრჩვეს. ქამარი გარდაცვლილის ლოგინის ქვეშ იპოვეს. ამის თაობაზე newsit.gr წერს.

მკვლელმა სახლიდან გასვლისას კარები ჩვეულებრივ დაკეტა. მეზობლები იხსენებენ, რომ ახალგაზრდა ქალი გასულ პარასკევს სახლში ვიღაც მამაკაცს ეჩხუბა. მათი თქმით, სახლიდან ხშირად ესმოდათ ყვირილი და ბავშვების ტირილის ხმა.

შემთხვევა საბერძნეთის დედაქალაქ ათენში, კალითეის რაიონში მოხდა. საქართველოს მოქალაქე 29 წლის ახალგაზრდა ქალის მკვლელობის შესახებ გუშინ, 14 მაისს, საღამოს გახდა ცნობილი. იგი საკუთარ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს ნათესავებმა, რომლებიც მასთან დაკავშირებას დილიდან ცდილობდნენ.

როგორც გაირკვა, ახალგაზრდა ქალი ქუთაისელი ქეთევან სუთიძეა, რომელიც საბერძნეთში წლების წინ წავიდა. პოლიციამ დაკითხა მისი ყოფილი ქმარი, რომელთანაც, ნათესავების თქმით, ბოლო დროს ხშირად ჰქონდა უთანხმოება. პოლიცია ერთ-ერთ ეჭვმიტანილად სწორედ მას განიხილავს.

ამავე თემაზე: ათენში 29 წლის ქართველი ქალი გარდაცვლილი იპოვეს

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close