ქართველ ტურისტს და მის თანმხლებ იტალიელ ადვოკატს 15 მაისს, ღამის ორის ნახევარზე იტალიის ქალაქ პალერმოს (სიცილია) ისტორიულ უბან კალსაში მძარცველები დაესხნენ თავს.
მამაკაცები მანქანასთან ბრუნდებოდნენ, როდესაც მათ 5-მა კრიმინალმა გზა გადაუღობა. თავდამსხმელებმა ისინი სცემეს და გაძარცვეს.
ერთ-ერთმა დაზარალებულმა მძარცველებს წინააღმდეგობა გაუწია, მაგრამ მათ საპასუხოდ რამდენიმე იმდენად ძლიერი დარტყმა მიაყენეს, რომ 118-ის გამოძახება გახდა საჭირო.
ყაჩაღებმა ქართველ ტურისტს და იტალიელ ადვოკატს მობილური ტელეფონები და საფულეები წაართვეს, რამდენიმე ასეული ევროთი.
შემთხვევას პალერმოს პოლიცია იძიებს.
წყარო: blogsicilia.it
მსგავს თემაზე: რომში მაროკოელმა საქართველოს მოქალაქე დაჭრა
კომენტარები