მსოფლიოპოლიტიკაიტალიაპოლიტიკა

რას ამბობს მერკელი სალვინისთან შესაძლო ალიანსზე და რას პასუხობს სალვინი?

ალიანსი „ევროპის სახალხო პარტია“ არანაირ კავშირში არ შევა მატეო სალვინის „ლიგასთან“, განაცხადა SUEDDEUTSCHE ZEITUNG-თან ინტერვიუში ხუთშაბათს, 16 მაისს გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა. მან იგივე გაიმეორა სალვინის პარტიასთან დაკავშირებით ტურინის გამოცემა LA STAMPA-სთვის მიცემულ ვრცელ ინტერვიუშიც: კითხვაზე, „შეიძლება თუ არა, რომ სალვინის „ლიგა“ ესპ-ში შევიდეს, მერკელმა უპასუხა: „არა“.

გერმანიის კანცლერის სიტყვებით, „სახალხოებსა“ და სალვინის მეტისმეტად განსხვავებული ღირებულებები აქვთ, ერთ-ერთი უმთავრესი საკითხი კი, რომელზეც მათი პოზიციები მკვეთრად განსხვავდება, მიგრაციის თემასთან დამოკიდებულებაა.

მერკელის ამ ინტერვიუმდე რამდენიმე ხნით ადრე არაერთმა პოლიტიკოსმა, მათ შორის, სილვიო ბერლუსკონიმაც მხარდაჭერა გამოხატა ევროპარლამენტში მმართველი კოალიციის „პერეფორმატირებასა“ და მასში ზოგიერთი მემარჯვენე პარტიის, მათ შორის, „ლიგის“ მიწვევასთან დაკავშირებით.

სოციოლოგების მონაცემებით, ამჟამად ევროკავშირში მმართველი „სოციალისტები“ და „სახალხოები“ ევროპარლამენტის არჩევნების შედეგად, რომელიც 26 მაისს ჩატარდება, ხმებს დაკარგავენ და ევროპარლამენტში ერთობლივი უმრავლესობა აღარ ექნებათ. არსებობს ვარაუდი, რომ ახალი კოალიციის ფორმირებისთვის ალიანსში ლიბერალებს მიიწვევენ.

მატეო სალვინიმ ანგელა მერკელის განცხადებებზე პასუხი არ დააყოვნა: „ჩვენ არ გვინდა არაფერი საერთო გვქონდეს მერკელთან, ემანუელ მაკრონთან და მათთან, ვინც ეს კავშირი დაანგრია. ჩვენ გვინდა ევროპა გადავარჩინოთ და არა – ბიუროკრატები, ბანკირები, ფინანსისტები და ისინი, ვინც ის ბოლო წლებში დაანგრია “, – განაცხადა იტალიის ვიცე-პრემიერმა და შს მინისტრმა გუშინვე ფოჯას პროვინციაში, სან სევეროში გამართულ წინასაარჩევნო შეხვედრაზე.

ევროპარლამენტის არჩევნებამდე სულ რაღაც 9 დღე დარჩა.

ნიკო აბაშიშვილი

თუ მოგეწონათ სტატია, მოიწონეთ და გააზიარეთ 

მსგავს თემაზე: ლუიჯი დი მაიო: „ევროკავშირი უნდა შეიცვალოს!“ – პირდაპირი ტრანსლაცია ავტომობილიდან

საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, იტალიელი ხალხი უკეთეს ლიდერებს იმსახურებს

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close