ცოტა ხნის წინ დასრულდა ევროვიზია 2019-ის მეორე ნახევარფინალი, რომელშიც 18 კონკურსანტი მონაწილეობდა. მათგან ფინალში 10 გადავიდა. მეორე ნახევარფინალის გამარჯვებული ქვეყნებია: ჩრდილოეთ მაკედონია, ნიდერლანდები, ალბანეთი, შვედეთი, რუსეთი, აზერბაიჯანი, დანია, ნორვეგია, შვეიცარია და მალტა.
ევროვიზიის სიმღერის რიგით 64-ე კონკურსის პირველი ნახევარფინალი, როგორც ჩვენმა მკითხველმა იცის, 14 მაისს გაიმართა და მონაწილე 17 ქვეყნიდან ფინალში 10 გადავიდა: საბერძნეთი, ბელარუსი, სერბეთი, კვიპროსი, ესტონეთი, ჩეხეთი, ავსტრალია, ისლანდია, სან-მარინო, სლოვენია.
ევროვიზიის ფინალი თელ-ავივში 18 მაისს გაიმართება და მასში 26 ქვეყნის წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას. ორივე ნახევარფინალიდან ფინალში გადასულ 20 კონკურსანტს შეუერთდებიან მომღერლები ევროვიზიის დამფუძნებელი 5 ქვეყნიდან (დიდი ბრიტანეთი, გერმანია, იტალია, საფრანგეთი და ესპანეთი) და წინა წელს გამარჯვებული ქვეყნის, ისრაელის წარმომადგენელი.
მართალია, ოთო ნემსაძე კონკურსს გამოეთიშა, მაგრამ ფინალში ჩვენი მეორე თანამემამულე – თამთა გამოდის, რომელიც კვიპროსს წარმოადგენს.
18 მაისს ევროვიზიის ფინალის პირდაპირ ტრანსლაციას საქართველოს პირველი არხი 23:00 საათიდან შემოგთავაზებთ.
ნინო ხოშტარია
თუ მოგეწონათ სტატია, მოიწონეთ და გააზიარეთ
ამავე თემაზე: ოთო ნემსაძე კონკურსს გამოეთიშა, თამთა ფინალშია – ევროვიზიის პირველი ნახევარფინალის გამარჯვებულები
სოციალურ ქსელში თამთას ახალი მიმართვა გავრცელდა თანამემამულეებისადმი:
კომენტარები