fbpx
ლეგალიზაცია და კანონმდებლობასაბერძნეთი

საბერძნეთში ყალბი დოკუმენტების გამოყენებით Α.Φ.Μ.-ს აღება შეუძლებელი იქნება

დასრულდა საბერძნეთის საგადასახადო სამსახურისა და საიმიგრაციო პოლიტიკის სამინისტროს მონაცემთა ელექტრონული ბაზების გაერთიანების პროცესი. ამიერიდან საგადასახადო სამსახურის მოხელეს, რომელიც „მესამე ქვეყნის“ მოქალაქეს მოემსახურება, შესაძლებლობა ექნება ადგილზე გადაამოწმოს იმიგრანტთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც საიმიგრაციო სამსახურის მონაცემთა ბაზაში ინახება და მოქალაქის უფლებრივ მდგომარეობას ასახავს.

საბერძნეთის მთავრობის გადაწყვეტილება განაპირობა იმ გარემოებამ, რომ ხშირად იმიგრანტები საგადასახადო სამსახურში წარადგენდნენ ყალბ ბინადრობის მოწმობებს, რათა მოეპოვებინათ Α.Φ.Μ. (საგადასახადო რეგისტრაციის ნომერი).

ყალბი დოკუმენტის წარდგენის შემთხვევაში საგადასახადო სამსახურის მოხელე ვალდებულია საბუთი მფლობელს ჩამოართვას და საქმე პროკურატურას გადასცეს.

 

თუ მოგეწონათ სტატია, მოიწონეთ და გააზიარეთ 

მსგავს თემაზე: ბინადრობის უფლების აღება გსურთ? – ჯერ შეამოწმეთ, ხომ არ იყო თქვენ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრული

ნატურალიზაციის ახალი წესები საბერძნეთის მოქალაქეობის მიღების მსურველთათვის (ნაწილი პირველი)

ნატურალიზაციის ახალი წესები საბერძნეთის მოქალაქეობის მიღების მსურველთათვის (ნაწილი მეორე)

კომენტარები

თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close