ევროკავშირის სასამართლომ დევნილების იძულებით რეპატრიაცია აკრძალა

ევროკავშირის წევრ ქვვეყნებს უფლება არ აქვთ იძულებით დააბრუნონ სამშობლოში მოქალაქეები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ დევნილები არიან, თუ მათ საკუთარ წარმოშობის ქვეყანაში საფრთხე ემუქრებათ – ასეთი გადაწყვეტილება მიიღო 14 მაისს ევროკავშირის სასამართლომ. ამის თაობაზე MEDIASET-ი იუწყება.

ეს წესი დაცული უნდა იყოს იმ შემთხვევაშიც, თუ უცხო ქვეყნის მოქალაქეს დევნილის სტატუსის მინიჭებაზე უარს ეუბნებიან ან უკვე მინიჭებულ ამ სტატუსს ჩამოართმევენ უსაფრთხოების მოსაზრებებიდან გამომდინარე, – განაცხადეს მოსამართლეებმა.

ამასთან, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ხელისუფლებებმა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა მიიღონ გადაწყვეტილება, ჩათვალონ აღნიშნული მოქალაქე არალეგალურ მიგრანტად თუ არა.

ნიკო აბაშიშვილი

თუ მოგეწონათ სტატია, მოიწონეთ და გააზიარეთ 

მსგავს თემაზე: თებერვალში უცხო ქვეყნებიდან საქართველოს 300 მოქალაქე გამოაძევეს – თურქეთი და ისრაელი ისევ „ლიდერობენ“

დაგაინტერესებთ: საქართველოს უსაფრთხო ქვეყნად აღიარების პლუს-მინუსები ემიგრანტებისა და ტურისტებისათვის

კომენტარები