სამზარეულო

ორაგული ბრინჯით

ორაგული ბრინჯით მდიდრული კერძია, რომელიც ძალზე სწრაფად და იოლად მზადდება და კულინარულ ოსტატობას არ მოითხოვს.
საჭირო პროდუქტი

200 გ ორაგულის ფილე, 1 ჩ/კ თაფლი, 1 ძირი მწვანე ხახვი, ზეითუნის ზეთი, 1/2 ჩ/ჭ მრგვალი ბრინჯი, პილპილი და მარილი.

მომზადების წესი

თევზის ფილე პატარა ოთხკუთხედ ნაჭრებად დაჭერით და ძმრის, პილპილის, მარილისა და თაფლის მარინადში ჩააწყვეთ. ტაფაზე გააცხელეთ ზეთი და მარინირებული თევზი შეწვით. ბრინჯი გარეცხეთ და ხარშეთ წყალში 10 წუთი დაბალ ცეცხლზე. შეანელეთ მწიკვი მარილითა და შაქრით, ზეითუნის ზეთი მოასხით და აურიეთ. ბრინჯიანი მასა შეგიძლიათ გარნირად დაუდოთ თევზის ნაჭრებს, ან მთლიანად შეურიოთ და ისე მიირთვათ.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close