სამზარეულო

ორაგული ბრინჯით

ორაგული ბრინჯით მდიდრული კერძია, რომელიც ძალზე სწრაფად და იოლად მზადდება და კულინარულ ოსტატობას არ მოითხოვს.

საჭირო პროდუქტი

200 გ ორაგულის ფილე, 1 ჩ/კ თაფლი, 1 ძირი მწვანე ხახვი, ზეითუნის ზეთი, 1/2 ჩ/ჭ მრგვალი ბრინჯი, პილპილი და მარილი.

მომზადების წესი

თევზის ფილე პატარა ოთხკუთხედ ნაჭრებად დაჭერით და ძმრის, პილპილის, მარილის, ხახვის და თაფლის მარინადში ჩააწყვეთ. ტაფაზე გააცხელეთ ზეთი და მარინირებული თევზი შეწვით.

ბრინჯი კარგად გარეცხეთ და მოხარშეთ წყალში 15 წუთი დაბალ ცეცხლზე. შეანელეთ მწიკვი მარილით, ზეითუნის ზეთი მოასხით და აურიეთ.

მოხარშული ბრინჯი შეგიძლიათ გარნირად დაუდოთ თევზის ნაჭრებს, ან მთლიანად შეურიოთ მასში თევზი და ისე მიირთვათ.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close