newsსპორტი

რონალდუ მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ავტომობილის მფლობელი გახდა

ტურინის საფეხბურთო კლუბ „იუვენტუსის“ პორტუგალიელმა თავდამსხმელმა კრიშტიანუ რონალდუმ შეიძინა ავტომობილი BUGATTI «LA VOITURE NOIRE», რომელიც მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებულად ითვლება. ფეხბურთელმა მასში 11 მლნ ევრო გადაიხადა. ამის თაობაზე  LA STAMPA წერს. 

გამოცემის ინფორმაციით, რონალდუ თავის Bugatti-ს მხოლოდ 2 წლის შემდეგ მიიღებს – სწორედ ეს დრო სჭირდება ავტომობილის გამართვას.

ავტომწარმოებელმა Bugatti-მ თავისი ახალი მოდელი La Voiture Noire („შავი ავტომობილი“ – ფრ.) ჟენევაში მარტის ავტოსალონზე წარადგინა. ახალი მოდელი აღჭურვილია 1500 ცხენის ძალის მქონე ძრავით და შეუძლია 420 კმ/სთ მაქსიმალური სიჩქარე განავითაროს.

ჟურნალ Forbes-ის მონაცემებით, „იუვენტუსის“ თავდამსხმელის, კრიშტიანუ რონალდუს მთლიანმა შემოსავალმა გასულ წელს 108 მლნ აშშ დოლარი შეადგინა; აქედან ხელფასი და ბონუსი არის 61 მლნ აშშ დოლარი, დანარჩენი – რეკლამიდან მიღებული თანხებია.

ნიკო აბაშიშვილი

მოგეწონათ სტატია? – მოიწონეთ  და გააზიარეთ

მსგავს თემაზე: სამი ქვეყნის ჩემპიონი – რონალდუს უნიკალური რეკორდი

რონალდუს 23-თვიანი პირობითი პატიმრობა მიესაჯა და 18,8 მლნ ევროთი დაჯარიმდა

რონალდუს საცოლემ სადღესასწაულო ფოტო გამოაქვეყნა ფეხბურთელის ოთხ შვილთან ერთად

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close