საზოგადოებაქართველები უცხოეთშისაბერძნეთი

რა შანსები აქვს თამთას ევროვიზიაზე? – REPLAY ფავორიტთა შორისაა

ევროპის მთავარ მუსიკალურ კონკურსამდე სულ ცოტა დრო რჩება. როგორც ცნობილია, წელს კვიპროსის სახელით საბერძნეთში მოღვაწე ქართველი მომღერალი, თამთა გოდუაძე გამოვა. სიმღერა REPLAY, რომელსაც თამთა შეასრულებს, კონკურსის ერთ-ერთი ფავორიტია.

აქვს თუ არა თამთას წლევანდელ ევროვიზიაზე გამარჯვების შანსი? – ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად გადავხედოთ სიმღერის რეიტინგს. როგორც ქვემოთ მოცემულ დიაგრამაზე ჩანს, სიმღერამ თავიდანვე მიიქცია ყურადღება. უკვე იანვარში თამთას სიმღერა პირველ ათეულში მოხვდა. შემდეგ თანდათანობით რეიტინგი დაეცა და თებერვლის დასაწყისში REPLAY მე-14 ადგილზე აღმოჩნდა. კლიპის გადაღების წინ რეიტინგი კვლავ გაიზარდა და თამთას სიმღერა ათეულს დაუბრუნდა.

5 მარტს სიმღერის ვიდეოკლიპის პრეზენტაცია გაიმართა. როგორც ჩანს, კლიპი შთამბეჭდავი აღმოჩნდა და თამთას სიმღერამ რეიტინგში მეოთხე ადგილზე გადაინაცვლა. ამასობაში ყველა მონაწილის ვიდეოკლიპი გამოქვეყნდა და მუსიკის მოყვარულებს მომავალი კონკურსის მონაწილეებზე სრული წარმოდგენა შეექმნათ. ამჟამად თამთა რეიტინგში სტაბილურად იკავებს მე-7 ადგილს.

მომღერლის Youtube-გვერდზე კლიპს სამ მილიონზე მეტი მნახველი ჰყავს და 9 ათასი კომენტარიდან უდიდესი უმრავლესობა დადებითი შინაარსისაა.

ევროვიზიის ოფიციალურ Youtube-გვერდზე თამთას კლიპი 11 მარტს გამოქვეყნდა, სწორედ ამის შემდეგ REPLAY მყარად დამკვიდრდა მე-7 ადგილზე. ამ გვერდზე თამთას ვიდეოს მნახველთა რაოდენობა 2 მილიონს მიუახლოვდა.

საგულისხმოა, რომ თამთას სიმღერაზე დადებითი გამოხმაურებების გეოგრაფია საკმაოდ ფართეა. მის სიმღერას იწონებენ შვედები, ესპანელები, პოლონელები, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების მცხოვრებლები.

ჩვენ ვფიქრობთ, რომ თამთას უფრო მეტი შანსი აქვს, ვიდრე ეს რეიტინგიდან ჩანს. რაც მთავარია, საკუთრივ სიმღერამ უკვე მოიპოვა პოპულარობა და ის საუკეთესოთა შორისაა. ახლა მნიშვნელოვანია ქორეოგრაფია, რომელსაც ქართველი მომღერალი უშუალოდ სცენაზე წარმოადგენს. იმედია, თამთა შთამბეჭდავ სანახაობას გვაჩვენებს. მას არაერთხელ დაუმტკიცებია, რომ შეუძლია მაყურებელი გააოცოს.

გიორგი ჯანელიძე

ნახეთ, როგორი რეაქცია აქვთ მომღერლებს თამთას საკონკურსო სიმღერაზე:

თუ მოგეწონათ სტატია, დაალაიქეთ.

მსგავს თემაზე: ესპანური გამოცემა თამთას ევროვიზიის კონკურსის ერთ-ერთ ფავორიტად მიიჩნევს

ევროვიზიის კონკურსისთვის თამთას სიმღერის პრემიერა რამდენიმე წუთის წინ გაიმართა

თამთამ ევროვიზიაზე თავის გამოსვლასთან დაკავშირებით კვიპროსის ტელევიზიას ინტერვიუ მისცა

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close