ესპანური გამოცემა საბერძნეთში მოღვაწე ქართველ მომღერალს – თამთას ევროვიზიის კონკურსის ერთ-ერთ ფავორიტად მიიჩნევს

ესპანურმა გამოცემა El PERIODICO-მ „ევროვიზია 2019“-ის იმ მონაწილეთა რეიტინგი გამოაქვეყნა, რომლებიც, მისი ვარაუდით, ლიდერის პოზიციას დაიკავებენ. „ელ პერიოდიკოს“ შეფასებით, გამარჯვების ყველაზე დიდი შანსი ჰოლანდიელ შემსრულებელს – დუნკან ლოურენსს აქვს. მას COLDPLAY-ს და ადელს ადარებენ. 

რეიტინგში მეორეა შვედი შემსრულებელი ჯონ ლუდვიკი, სიმღერით “Too late for love”, ხოლო მესამე – რუსი შემსრულებელი სერგეი ლაზარევი, სიმღერით “Scream”.

El Periódico ფავორიტებს შორის ასახელებს შვეიცარიის წარმომადგენელს – ლუკა ჰენის, საცეკვაო კომპოზიციით “She got me” და ესპანელ მიკი ნუნესს (“La Venda”).

ამ რეიტინგში მოხვდა ჩვენი თანამემამულე თამთაც, რომელიც ევროვიზიაზე კვიპროსს წარადგენს სიმღერით „Replay“ და იტალიელი მომღერალი მაჰმუდი, რომლის სიმღერაზე „Soldi” გადაღებული კლიპი უკვე 48 მილიონმა ადამიანმა ნახა.

ევროვიზიის 64-ე კონკურსი თელ-ავივში 14, 16 და 18 მაისს გაიმართება.

საქართველოს ევროვიზიის კონკურსზე მომღერალი ოთო ნემსაძე წარადგენს სიმღერით „სულ წინ იარე“.

წარმატებები ვუსურვოთ ჩვენს თანამემამულეებს – ოთოს და თამთას.

ნახეთ თამთას სიმღერის კლიპი:

კომენტარები