საზოგადოებასაქართველო

ფრანგულ-ქართული სასტიპენდიო პროგრამა საფრანგეთში მაგისტრატურაზე სწავლის მსურველთათვის

განახლებული ფრანგულ-ქართული სასტიპენდიო პროგრამის პრეზენტაცია და შესაბამისი მემორანდუმის ოფიციალური ხელმოწერის ცერემონია დღეს, 5 აპრილს ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართა. სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში საქართველოს მოქალაქეებს საფრანგეთის უმაღლეს სასწავლებლებში ფრანგულ და ინგლისურენოვან სამაგისტრო პროგრამებზე სწავლა დაუფინანსდებათ.

პროგრამის პრეზენტაცია „ფრანგული ინსტიტუტისა“ და საქართველოში საფრანგეთის საელჩოს ორგანიზებით ჩატარდა და მას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ნათია ზედგინიძე, საფრანგეთის ელჩი საქართველოში პასკალ მენიე და განათლების საერთაშორისო ცენტრის დირექტორი ნინო ჭელიძე ესწრებოდნენ.

ფრანგულ-ქართული სამაგისტრო სტიპენდია საქართველოში საფრანგეთის საელჩოს, „ფრანგული ინსტიტუტისა“ და განათლების საერთაშორისო ცენტრის ერთობლივი პროგრამაა, რომელიც 2021 წლის ჩათვლით განხორციელდება და ათეულობით ქართველი სტუდენტი შეძლებს საფრანგეთის უნივერსიტეტებში უფასოდ სწავლას. ხელმოწერის შემდეგ მხარეებმა მიმდინარე სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებულებიც გამოავლინეს და მათ სერტიფიკატები გადასცეს.

2019-2020 სასწავლო წელს 15 სტიპენდია გაიცემა ერთი აკადემიური წლის დასაფინანსებლად. სასტიპენდიო პროგრამის პრიორიტეტული მიმართულებებია: აგრარული მეცნიერებები; განათლება; ინჟინერია; საბუნებისმეტყველო მეცნიერებები; სოციალური მეცნიერებები; ჰუმანიტარული მეცნიერებანი; სამართალი; არქიტექტურა; საჯარო მმართველობა და მენეჯმენტი.

წყარო: 1 tv.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close