საზოგადოებასაქართველო

თბილისის მერია ღვიძლის ტრანსპლანტაციის დაფინანსებას თითოეულ პაციენტს 70 ათას ლარამდე გაუზრდის

დედაქალაქის მერია, „ტრანსპლანტაციის პროგრამის ფარგლებში“, ღვიძლის გადანერგვის ოპერაციას თითოეულ პაციენტს, 60 ათასის ნაცვლად, 70 ათასი ლარით დაუფინანსებს, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს, 3 აპრილს მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

კალაძის თქმით, აღნიშნული ოპერაციის დაფინანსება მისი ერთ-ერთი საარჩევნო დაპირება იყო და ერთი წლის განმავლობაში თბილისის მერიამ უკვე ათი პაციენტი დააფინანსა.

„დედაქალაქის მერია ღვიძლის ტრანსპლანტაციას 60 ათასი ლარით აფინანსებს. ეს ჩემი საარჩევნო დაპირება იყო, რომლის განხორციელებაც ერთი წლის წინ დავიწყეთ. საკმაოდ ძვირადღირებული ოპერაციაა – დაახლოებით 120 000-ლარიანი და ჩვენ ნახევარს, 60 ათას ლარს ვაფინანსებთ. დღეიდან კი ცვლილება შემოგვაქვს და კიდევ 10 000 ლარს ვამატებთ ანუ ღვიძლის გადანერგვის ოპერაცია 70 000 ლარით დაფინანსდება. გასულ წელს აღნიშნული პროგრამით ათი ოპერაცია დავაფინანსეთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერის თქმით, დაფინანსებას ის მოქალაქეები მიიღებენ, რომლებიც ბოლო ერთი წლის განმავლობაში უწყვეტად თბილისის მუნიციპალიტეტში არიან რეგისტრირებულნი.

წყარო: 1tv.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close