ეკონომიკასაზოგადოებასაქართველო

ინფორმაცია მათთვის, ვინც დაგროვებით პენსიაზე უარის თქმას აპირებს

ვისაც დაგროვებით პენსიაში მონაწილეობა არ სურს, საპენსიო სქემიდან გასვლის შესაძლებლობა პირველი აპრილიდან მიეცემა.

ვის შეუძლია პენსიაზე უარის თქმა?

დაგროვებითი პენსიის სქემიდან გასვლის შესაძლებლობა აქვს პირს, რომელიც 2018 წლის 6 აგვისტოს უკვე იყო 40 წლის.

როდის დავწერო განცხადება?

საპენსიო სქემა 2019 წლის პირველ იანვარს ამოქმედდა, მაგრამ რადგან ყველა უშუალოდ ამ დღესვე არ დარეგისტრირებულა, საპენსიო სააგენტო ათვლის წერტილად იღებს თარიღს, როდესაც ამა თუ იმ სამსახურის ბუღალტერმა დეკლარაცია შეავსო, დახურა და თანამშრომლები საპენსიო სქემაში გააწევრიანა.

ამ თარიღიდან სამი თვის შემდეგ პირს უკვე შეუძლია განცხადების დაწერა საპენსიო სქემიდან გასვლის შესახებ.

სად ვნახოთ დეკლარაციის შევსების თარიღი?

ეს შეიძლება გაარკვიოთ ბუღალტერთან და საპენსიო სააგენტოს საიტზეც. მეტი სიზუსტისთვის ჯობს ორივე წყარო გამოიყენოთ.

შედიხართ საპენსიო სააგენტოს საიტზე:

შედიხართ ველზე: სააგენტოს სისტემაში შესვლა.

ავსებთ ორ ფანჯარას: მომხმარებლის ფანჯარაში წერთ პირად ნომერს, პაროლის ფანჯარაში კი – პაროლს, რომელიც თქვენმა ბუღალტერმა სისტემაში დარეგისტრირებისას მიიღო; ბუღალტერი ვალდებულია ეს პაროლი გაცნობოთ.

თუ ორ ან მეტ ადგილას ხართ დასაქმებული, საჭიროა ორი პაროლი.

ყურადღება!

საპენსიო სქემაში რეგისტრაციიდან სამი თვის შემდეგ შეგიძლიათ გახვიდეთ სისტემიდან, სისტემიდან გასვლა ორი თვის განმავლობაში არის შესაძლებელი.

თუ ამ ვადაში სისტემიდან გასვლა ვერ მოასწარით, დაგროვებით საპენსიო სქემას უკვე ვეღარ დატოვებთ.

თუმცა, თუ გახვედით, დაბრუნების შესაძლებლობა ძველებურად გრჩებათ.

სად და როგორ დავწერო განცხადება?

განაცხადი დაგროვებითი პენსიის სისტემიდან გასვლის შესახებ უნდა დაწეროთ სოციალური მომსახურების სააგენტოს ფილიალებში. საქართველოს მასშტაბით სულ 69 ფილიალია.

ასევე, განცხადების დაწერა შეგიძლიათ საპენსიო სააგენტოს მთავარ ოფისში, როპმელიც მდებარეობს თბილისში, მისამართზე: ნ. ყიფშიძის 7ბ-ა.

განცხადების დაწერის პროცედურა ადვილია და სამ წუთზე მეტს არ მოითხოვს.

ხელმოწერის შემდეგ განცხადება სისტემაში აიტვირთება და იმ წუთიდან თქვენ უკვე აღარ იქნებით დაგროვებით საპენსიო სისტემაში.

თუ ამ ორი თვის განმავლობაში განცხადების დასაწერად მისვლას ვერ ახერხებთ, თქვენს ნაცვლად განცხადების დაწერა შეეძლება პირს, რომელსაც თქვენგან სათანადო მინდობილობა ექნება..

სად წავა უკვე დაგროვებული თანხა?

საპენსიო სქემიდან გასვლის შემდეგ დაგროვებული თანხა შემომტანებს (სახელმწიფო, დამსაქმებელი, მოქალაქე) უბრუნდება.

წყარო: https://www.radiotavisupleba.ge/

ავტორი: თეა თოფურია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close