კულტურული მემკვიდრეობის ევროკავშირის უდიდეს ციფრულ პლატფორმაზე ქართული ისტორიული კოსტიუმის კოლექცია განთავსდა

კულტურული მემკვიდრეობის ციფრულ პლატფორმაზე EUROPEANA.EU, რომელიც ევროკავშირმა შექმნა, პირველად განთავსდა ქართული ისტორიული სამოსის ექსპონატები ხელოვნების სასახლის კოლექციიდან.

europeana.eu-ს – კულტურული მემკვიდრეობის ევროკავშირის უდიდეს ციფრულ პლატფორმას, რომლის წევრია 3 ათასი ინსტიტუცია მთელი ევროპის მასშტაბით, საათში 10 მლნ მნახველი ჰყავს. პლატფორმა 2008 წელს ამოქმედდა და დღეისათვის მის ციფრულ ბიბლიოთეკაში  58 მილიონზე მეტი არტეფაქტია წარმოდგენილი.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ Europeana-სთან მოლაპარაკება 2018 წელს დაიწყო კულტურული მემკვიდრეობის ევროპული წლის ფარგლებში.

ქართული ექსპონატები Europeana-ზე შეგიძლიათ ამ ლინკზე ნახოთ: https://www.europeana.eu/portal/en/search?q=georgian&f%5BCOUNTRY%5D%5B%5D=Georgia

კომენტარები