100 ათასმა იტალიელმა შეიტანა განაცხადი „კვოტა 100“-ის საფუძველზე პენსიაზე გასასვლელად
ახალი წესების თანახმად პენსიაზე გასვლის თაობაზე განაცხადი უკვე იტალიის 100 ათასმა მოქალაქემ შეიტანა, – აღნიშნა მატეო სალვინიმ პარასკევს, 15 მარტს რადიოინტერვიუიში. ამის თაობაზე იტალიური მედია იუწყება.
როგორც ცნობილია, 2019 წელს იტალიაში ძალაში შედის საპენსიო რეფორმა, რომლის თანახმადაც, 67 წლის ნაცვლად მოქალაქეს პენსიაზე გასვლა 62 წლის ასაკში შეუძლია, 38-წლიანი სამუშაო სტაჟის შემთხვევაში. ვიცე-პრემიერის განმარტებით, საპენსიო რეფორმის პირველი ეტაპია „კვოტა 100“, ხოლო საბოლოო მიზანია „კვოტა 41“ – როდესაც იტალიის მოქალაქეს პენსიაზე გასვლა 41-წლიანი სტაჟის შემთხვევაში შეეძლება, ასაკის მიუხედავად.
სალვინის თქმით, იტალიის მთავრობაში ასეთი გათვლა აქვთ: რეფორმა ერთდროულად საშუალებას მისცემს უფროსი თაობის წარმომადგენლებს ადრე გავიდნენ პენსიაზე, ხოლო ახალგაზრდობას მეტი სამუშაო ადგილით უზრუნველყოფს (იტალიაში ახალგაზრდების უმუშევრობის მაჩვენებელი 30%-ზე მეტია).
გასული წლის შემოდგომაზე მატეო სალვინი საპენსიო რეფორმის და „კვოტა 100“-ის შემოღების შედეგად მთლიანობაში 600 ათასი სამუშაო ადგილის გამოთავისუფლებას ვარაუდობდა.
კომენტარები