საზოგადოებასაბერძნეთი

რას ჰყვება ბერძენი, რომელიც ეთიოპიაში მომხდარ ავიაკატასტროფას გადაურჩა

10 მარტს, დილით კატასტროფა განიცადა ეთიოპიის ავიახაზების თვითმფრინავმა, რომელიც ადის-აბება-ნაირობის რეისს ახორციელებდა. ავიაკატასტროფას 157 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. მგზავრებს შორის, რომლებმაც ამ რეისზე ბილეთები შეიძინეს, იყო ბერძენი ადონის მავროპულოსიც, რომელმაც რეგისტრაციაზე ორი წუთით დააგვიანა და თვითმფრინავში ვერ მოხვდა.

საბერძნეთის მოქალაქეს ძალიან გაუმართლა. აი რას წერს მავროპულოსი საკუთარ ფეისბუქგვერდზე: „აეროპორტში მისვლა დამაგვიანდა. როდესაც შენობაში შევედი, რეგისტრაცია ორი წუთის დასრულებული იყო. ვხედავდი ბოლო მგზავრებს, რომლებიც თვითმფრინავისკენ მიემართებოდნენ. ვყვიროდი, მოვითხოვდი ნება დაერთოთ მეც შევსულიყავი. როგორც შემდეგ გავიგე, თვითმფრინავში არ ამიშვეს, რადგან ბარგი არ მქონდა ჩაბარებული. ჩემი ბარგი თვითმფრინავში რომ ყოფილიყო, მისი დაბრუნება მოუწევდათ, რასაც დაახლოებით 40 წუთი სჭირდება. ასეთ შემთხვევაში ერჩივნათ ბორტზე ასვლის უფლება მოეცათ.

აეროპორტის თანამშრომლები ძალიან თავაზიანად მომექცნენ. შემომთავაზეს კომფორტულ სალონში დასვენება და მომდევნო რეისით გაფრენა. როდესაც ავიაკატასტროფის შესახებ მითხრეს, შოკში ჩავვარდი. აღმოჩნდა, რომ ვიყავი ერთადერთი მგზავრი, რომელმაც რეისზე დააგვიანა“.

თვითმფრინავი Boeing 737 MAX 8 ადის-აბებიდან ნაირობიში მიფრინავდა და აფრენიდან 6 წუთში რადარებიდან გაქრა. კატასტროფის შედეგად ბორტზე მყოფი ყველა ადამიანი დაიღუპა – 149 მგზავრი და ეკიპაჟის 8 წევრი. საბედისწერო ავიალაინერში 35 ქვეყნის მოქალაქეები იმყოფებოდნენ, მათ შორის, იტალიის 8 მოქალაქე. კატასტროფის მიზეზებს სპეციალურად შექმნილი კომისია იძიებს.

გიორგი ჯანელიძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close