სხვაჰოროსკოპი

კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის 11-იდან 17 მარტის ჩათვლით

11-იდან 17 მარტამდე მზარდი მთვარის პერიოდია. სწორედ რომ შესაფერისი დროა პაემნებისთვის, რომელთა ინიციატორი, უმჯობესია, ქალბატონები გახდნენ. ნუ შეგეშინდებათ პირველი ნაბიჯის გადადგმა და რაიმე საინტერესოს მოფიქრება თქვენი რჩეულისთვის. მაგალითად, მოამზადეთ ვახშამი, აანთეთ სანთლები, მეორე ნახევარს სიურპრიზი მოუწყვეთ.
ვერძი

საკუთარ თავზე პლანეტების გავლენას მომენტალურად იგრძნობთ  – სადღაც გაუჩინარდებიან ხმაურიანი მეგობრები, აბეზარი თაყვანისმცემლები. ამ კვირის გატარება წყნარ და მშვიდ გარემოში მოგიწევთ. ეს, ერთი მხრივ, კარგია, ცოტას დაისვენებთ და განიტვირთებით, მეორე მხრივ კი  – მეტისმეტად უჩვეულო.

კურო

ინტრიგები და კულისებს მიღმა „თამაშები“ სამუშაოზე სერიოზულად შეგაშფოთებთ, თუმცა მიმდინარე მოვლენებზე რაიმე ზეგავლენის მოხდენა გაგიჭირდებათ  – ისღა დაგრჩენიათ, სიტუაციას მთელი ყურადღებით ადევნოთ თვალი, რათა არაფერი გამოგეპაროთ, რომ როცა დრო მოვა, ინფორმაცია თქვენ სასარგებლოდ გამოიყენოთ.

ტყუპი

თქვენი მერყეობა და შეცბუნება სწორედ რომ უდროო დროს დააზიანებს თქვენი, როგორც საქმიანი ადამიანისა და პროფესიონალის, იმიჯს. ჩუმად ნუ იქნებით, თამამად თქვით ის, რაც იცით, რისი გაკეთებაც შეგიძლიათ, გაუზიარეთ სხვებს ოსტატობის თქვენეული საიდუმლოებები  – ყველაფერი ეს საუკეთესოდ გამოგივათ.

კირჩხიბი

თქვენი კლიენტებისა თუ პარტნიორებისგან სასიამოვნო სიახლეებს მიიღებთ – ერთობლივი სამუშაო იმდენად ეფექტიანი აღმოჩნდა, რომ თანამშრომლობის ან კონტრაქტის გაგრძელებას შემოგთავაზებენ. საქმე კარგად მიგდით: სამომავლოდ თქვენს სამსახურს კარგი შემოსავალი ელოდება, პირადად თქვენ კი – პრემია.

ლომი

მეგობრების კომპანიაში შეიძლება მსუბუქი ფლირტი დაიწყოს, თუმცა საქმე რაიმე სერიოზულ ურთიერთობებს არ ეხება, ამ მხრივ მნიშვნელოვან წარმატებას არ ელოდოთ და შორს ნუ შეტოპავთ, მით უმეტეს, როცა ჩავლილი ურთიერთობების შესახებ მოგონებები თქვენში ჯერ ისევ ცოცხლობს.

ქალწული

სამუშაოზე კოლეგებთან ურთიერთობაში გაურკვეველ სიტუაციებში აღმოჩნდებით. შეიძლება მუდმივად გიმუხთლონ, ხოლო ხელმძღვანელობა თქვენგან ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულებას მოითხოვს. მოგიწევთ ყველას მაგივრად საქმის კეთება იმის მიუხედავად, რომ დიდი სურვილი გექნებათ, ყველა და ყველაფერი მიატოვოთ და ცოტათი მაინც დაისვენოთ. არა უშავს, გაუძელით, ასე დიდხანს არ გაგრძელდება, სამაგიეროდ საუკეთესო თანამშრომლის რეპუტაციას გაიმყარებთ.

სასწორი

ამ კვირაში მოსალოდნელია ბევრი სასიამოვნო შეხვედრა და ახალი ნაცნობების შეძენა; თუნდაც ეს რაიმე სერიოზული შედეგით არ დასრულდეს, გაერთობით და ბოლოს და ბოლოს, თავს სასურველად და მიმზიდველად იგრძნობთ. მომავალში ეს შეხვედრები და ნაცნობობა აუცილებლად გამოგადგებათ.

მორიელი

ოჯახში მარტოხელა მგლის როლში აღმოჩნდებით იმის გამო, რომ ამ პერიოდში ოჯახური ვალდებულებების შესრულება თქვენთვის მეტისმეტად მოსაწყენი გახდება – მოგინდებათ ყველაფრის დავიწყება, პაუზის აღება და სხვადასხვა საქმისგან დასვენება. ამაში უჩვეულო არაფერია – რუტინა დროდადრო ყველას ბეზრდება და განტვირთვა ყველას სჭირდება, ასე რომ, სინდისის ქენჯნის გარეშე მიეცით თავს მცირე პაუზის უფლება.

მშვილდოსანი

მოგიწევთ სიმწრით ნაშოვნის კბილებით დაცვა. შესაძლოა კოლეგების ან კონკურენტების გამო ვინმესთან ინტერესთა კონფლიქტიც კი შეგექმნათ, თუმცა იმის მიუხედავად, რომ საკუთარი თავის მიმართ უნდობლობა გახასიათებთ და ძალების ნაკლებობასაც გრძნობთ, ამ სიტუაციიდან გამარჯვებული გამოხვალთ, რადგან სიმართლე თქვენ მხარეზეა.

თხის რქა

პლანეტების განლაგება თქვენთვის მდიდარი და გავლენიანი ნაცნობ-მეგობრების სიმპათიებისა და კეთილგანწყობის ზრდას მოასწავებს. სწორედ ისინი დაგეხმარებიან წარმოქმნილ ფინანსურ პრობლემებთან გამკლავებაში და, რაც მთავარია, თანხას ხანგრძლივი ვადით  მოგცემენ, მალე დაბრუნებას არ მოგთხოვენ.

მერწყული

პლანეტების განლაგებამ შეიძლება თქვენში ფარული, მაგრამ საკმაოდ საგრძნობი შფოთვები აღძრას. განსაკუთრებით დიდია საკუთარი ჯანმრთელობის გამო ნერვიულობის ალბათობა. უმჯობესი იქნება, თუ დიდ ყურადღებას არ მიაქცევთ, რადგან მნიშვნელოვანი არაფერია და სულ ტყუილად დახარჯავთ ემოციებს – ყველაფერი კარგად იქნება.

თევზები

როგორც იქნა, დადებითი ცვლილებების დროც დადგა. დიდი ფულის გამომუშავების რეალური შესაძლებლობები გამოგიჩნდებათ და უნარიც გაქვთ, რომ შანსები გამოიყენოთ. თუნდაც ყველაფერი ჯერ ბოლომდე არ იყოს გარკვეული და ყველა პრობლემა – მოგვარებული, მაინც აშკარა იქნება საბოლოო წარმატება.

თამთა გურული

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close