ჯანმრთელობასხვა

საუკეთესო საშუალება სტრესის და უძილობის წინააღმდეგ, რომელიც თავად შეგიძლიათ დაამზადოთ

სტრესის შეტევების, შფოთვის და უძილობის დროს სპეციალისტები რეკომენდაცის უწევენ ერთ ძალიან მარტივ საშუალებას, რომელიც თავად შეგიძლიათ ძალიან იოლად დაამზადოთ – საჭირო ინგრედიენტები იაფი და ყველასთვის ხელმისაწვდომია.

სტრესი, შფოთვა და უძილობა დედამიწის მოსახლეობის დიდ ნაწილს აწუხებს, განსაკუთრებით მეგაპოლისებში. არც თუ იშვიათად ეს სამი პრობლემა ერთმანეთისგან გამომდინარეა. იდეალური საშუალება ამ პრობლემების მოსაგვარებლად არის მაგნიუმის შემცველი ჟელატინიანი კანფეტები. ეს ელემენტი – მაგნიუმი მნიშვნელოვანია არა მარტო ორგანიზმის სხვადასხვა (მათ შორის, საჭმლის მომნელებელი) სისტემის გამართული ფუნქციონირებისთვის, არამედ, აგრეთვე, გულის კუნთის მუშაობის ნორმალიზებისთვის, ძვლების გასამაგრებლად და გუნება-განწყობის გასაუმჯობესებლად.

აღნიშნული სამკურნალო საშუალების დასამზადებლად დაგჭირდებათ: 3 სუფრის კოვზი მაგნიუმის ციტრატი (Magnesium citrate), 3 სუფრის კოვზი ჟელატინი, მწიკვი ზღვის მარილი, 250 მლ ლიმონის წვენი და დამატკბობელი თქვენი გემოვნებით (უმჯობესია თაფლი, თუ მასზე ალერგიული რეაქცია არ გაქვთ). ჟელატინი დაალბეთ ჩვეულებრივი წესით, შემდეგ დადგით ნელ ცეცხლზე და მუდმივად ურიეთ, რომ კოლტები არ წარმოიქმნას; ლიმონის წვენს შეურიეთ მაგნიუმის ციტრატი და თაფლი, ცოტაოდენი ზღვის მარილი და ეს ყველაფერი ჟელატინში აურიეთ.

ჟელატინის კანფეტების მომზადება საჭიროა დაბალ ცეცხლზე. სათანადო კონსისტენციის მიღწევის შემდეგ მიღებული მასისგან პატარა კანფეტები დაამზადეთ (დაახლოებით 60 ცალი; თუ ფორმები არ გაქვთ, თითქის სისქეზე გააბრტყელეთ პერგამენტის ქაღალდზე და სასურველ ზომებად დაჭერით). გააცივეთ და შეინახეთ გრილ ადგილას. მიიღეთ საჭიროების შემთხვევაში (შეგიძლიათ 3 კანფეტი დღის განმავლობაში ჭამის შემდეგ, ან 2 კანფეტი – დაძინებამდე 1 საათით ადრე), 10-14 დღის განმავლობაში.

მაგნიუმის ციტრატი ადამიანის ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისთვის ძალზე საჭირო უჯრედშიდა მაკროელემენტია და დიდი სარგებელი მოაქვს. მას სედატიური, ანალგეტიკური მოქმედება ახასიათებს, ხელს უწყობს ძილისთვის საჭირო ჰორმონის – მელატონინის გამოყოფას; ის კარგი ანტისტრესული და დეპრესიის საწინააღმდეგო საშუალებაა; ხანგრძლივი დროით იძლევა შვებას შაკიკის დროს; ანელებს დაბერების პროცესს და ახალგაზრდობის შენარჩუნებაში გვეხმარება; მჟავა-ტუტოვანი (PH) ბალანსის ნორმალიზებას ახდენს; თქვენ წარმოიდგინეთ, ნაბახუსევის სინდრომის წარმოქმნასაც კი უშლის ხელს და სხვ.

გაითვალისწინეთ, რომ როგორც ყველაფერს, მაგნიუმსაც აქვს უკუჩვენება და კარგი იქნება, თუ მისი გამოყენების წინ ექიმს ჰკითხავთ რჩევას.

მაგნიუმის პრეპარატების ხანგრძლივი დროით დიდი დოზებით გამოყენების შემთხვევაში შესაძლებელია დიარეა განვითარდეს; მაგნიუმი არ არის რეკომენდებული თირკმლის უკმარისობის, მუცლის ტკივილის, გულისრევის შეგრძნების და ღებინების დროს, აგრეთვე, ისეთი დიეტის შემთხვევაში, რომელიც მაგნიუმის და ნატრიუმის შეზღუდვას ითვალისწინებს.

კირა კარიაული

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close