სხვაჰოროსკოპი

თქვენი ზოდიაქოს სურნელი – რას გვირჩევენ ასტროლოგები არომატების არჩევისას?

პარფიუმერიის სწორად შერჩევა ერთგვარი ხელოვნებაა. ცხადია, თავად თქვენზეა დამოკიდებული, რომელ არომატს და სუნამოს აირჩევთ, მაგრამ ასტროლოგების რეკომენდაციების გაცნობაც არ იქნებოიდა ურიგო: ვინ იცის, იქნებ სწორედ ვარსკვლავებმა გამცნონ „სურნელებით მოხიბვლის“ უდიდესი საიდუმლო?

ვერძებს ასტროლოგები ბუნებრივ სურნელთა არჩევას სთავაზობენ – მინდვრის ბალახების, ნაძვის წიწვებისა და ხის მერქნის სუნის შემცველ სუნამოებს.

კუროებმა კლასიკურ პარფიუმერიაზე უნდა გააკეთონ არჩევანი, რომელიც ძვირფასი ხილის სურნელითაა გაჟღენთილი.

ტყუპებმა, ასტროლოგების რჩევით, გამჭვირვალე, მსუბუქი, ქორფა არომატის შემცველ სუნამოებს უნდა მიანიჭონ უპირატესობა.

კირჩხიბების მიერ არჩეულ სუნამოს ზაფხულის ყვავილების, ტყეებისა და მინდვრის სუნი უნდა დაჰკრავდეს.

ლომების მიერ შერჩეული პარფიუმერია გამოუცნობ, გამორჩეულ მძაფრ სურნელებას უნდა აფრქვევდეს, მეფეთა შესაფერისად, დიდებული და ძვირფასი უნდა იყოს.

ქალწულებს თავშეკავებულ კლასიკურ სურნელებას ურჩევენ, რომელიც მათ ელეგანტურობას უსვამს ხაზს.

სასწორებს ფანტაზიების, ძალიან განსხვავებული, თუმცა არა – შერეული, სურნელი უხდებათ.

მორიელები თუ ვარსკვლავების რჩევას გაითვალისწინებენ,  ეგზოტიკური პარფიუმერიის შეძენა მოუწევთ და უმჯობესია აღმოსავლურ არომატებს მიანიჭონ უპირატესობა.

მშვილდოსნებისთვის უფრო შესაფერისია დამაინტრიგებელი, ოდნავ მწკლარტე სურნელება.

თხის რქებმა ძვირფასი სუნამოები უნდა შეიძინონ, რომელთა სუნი დიდგვაროვნებასა და ავტორიტეტს უსვამს ხაზს.

მერწყულებს ორიგინალური, თამამი და ოდნავ გამომწვევი სურნელი სჭირდებათ. მათთვის შესაფერისია სუნამო, რომელიც მოდაშია.

თევზებს ასტროლოგები ურჩევენ ისარგებლონ ისეთი სუნამოებით, რომლებსაც დილის სიგრილის, სიახლისა და ზღვის სურნელი დაჰკრავს.

ასტროლოგების თქმით, ეს რეკომენდაციები განსაკუთრებით სასარგებლოა მათთვის, ვისაც ხასიათში მკვეთრად გამოხატული აქვს თავისი ზოდიაქოს ნიშნისთვის დამახასიათებელი თვისებები, დანარჩენებს კი ურჩევენ, უფრო მეტად ენდონ საკუთარ ინტუიციას, ვიდრე ვარსკვლავებს.

თამთა გურული

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close