საზოგადოებასაბერძნეთი

ათენის აეროპორტი რეკორდს რეკორდზე ამყარებს

ათენის საერთაშორისო აეროპორტი რეკორდების დამყარებას აგრძელებს – მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში, გასული წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით, მგზავრთა ნაკადი 9,8%-ით გაიზარდა, რაც ნიშნავს, რომ აეროპორტი ორ თვეში 2,7 მლნ მგზავრს მოემსახურა.

მარტო თებერვალში მგზავრთა ნაკადი, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 11,3%-ით გაიზარდა და მთლიანობაში 1,32 მლნ მგზავრი შეადგინა.

საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობა, რომლებმაც ათენის აეროპორტით ისარგებლეს, 2018 წლის თებერვალთან შედარებით, 11,5%-ით გაიზარდა (883 778 მგზავრი), ხოლო ადგილობრივ მგზავრთა რაოდენობა – 10,8%-ით (443 487 მგზავრი).

ათენის ელეფთერიოს ვენიზელოსის სახელობის აეროპორტის მგზავრთა ნაკადის თითქმის 2/3 მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში საერთაშორისო რეისებზე მოდიოდა.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close