„ოსკარი-2019“ – გამარჯვებულები და ცერემონიის ყველაზე ემოციური მომენტები
26/02/2019
120 Less than a minute
2019 წელს ყველაზე „ოსკაროსანი“ ფილმები გახდა „ბოჰემიური რაფსოდია“, „შავი პანტერა“ და „მწვანე წიგნი“.
ამერიკის კინოაკადემიამ 2019 წლის საუკეთესო ფილმად დაასახელა პიტერ ფარელის „მწვანე წიგნი“ (Green Book ). ამ ფილმმა „ოსკარი“ მიიღო საუკთესო ორიგინალური სცენარისთვისაც.
საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის ნომინაციაში მექსიკელი კონორეჟისორის, ალფონსო კუარონის „რომამ“ (Roma) გაიმარჯვა. კუარონმა „ოსკარი“ მიიღო, როგორც საუკეთესო რეჟისორმაც.
ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის „ოსკარი“ გადაეცა ოლივია კოლმანს ფილმისთვის „ფავორიტი ქალი “ (ბერძენი რეჟისორის, იორღოს ლანთიმოსის „ფავორიტი ქალი“ ( ბერძ. Η Ευνοούμενη) 8 ნომინაციაშზეი იყო წარდგენილი).
მამაკაცის როლის საუკეთესო შემსრულებლად აღიარეს რამი მალეკი, რომელმაც ფრედი მერკურის როლი შეასრულა ფილმში „ბოჰემური რაფსოდია“ (Bohemian Rhapsody).
იხილეთ ყველაზე დასამახსოვრებელი და ემოციური მომენტები „ოსკარის“ დაჯილდოების 91-ე ცერემონიიდან, რომელიც ლოს-ანჯელესში გაიმართა.
კომენტარები