fbpx
მსოფლიოპოლიტიკა

ევროკავშირის რომელმა ქვეყანამ ისარგებლა და რომელმა იზარალა ყველაზე მეტად ევროზონასთან მიერთებით?

გერმანია, ნიდერლანდები და საბერძნეთი – მოგებულთა შორის არიან, იტალია და საფრანგეთი – დაზარალებულთა შორის
ევროკავშირის ქვეყნების ექსპერტების მიერ ჩატარებული გამოკვლევის შედეგად ცნობილი გახდა, ვალუტა „ევროზე“ გადასვლით ვინ მიიღო სარგებელი და ვინ იზარალა.

ფრაიბურგში (გერმანია) მდებარე ორგანიზაციის, ევროპის პოლიტიკის დამოუკიდებელი ცენტრის კვლევის მიხედვით, რომელიც 25 თებერვალს გამოქვეყნდა, ყველაზე მეტი სარგებელი ევროზე გადასვლით გერმანიამ მიიღო. ექსპერტების აზრით, გერმანია 1999 წელს ვეროზონას რომ არ მიერთებოდა, მისი კეთილდღეობის დონე 2017 წელს ფაქტობრივ მაჩვენებელზე თითქმის 1,9 ტრილიონი ევროთი ნაკლები იქნებოდა. ამ ქვეყნის ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებით, სარგებელმა 23,1 ათასი ევრო შეადგინა.

როგორც ეკონომისტები ამბობენ, ევროზე გადასვლის შემდეგ გერმანიაში ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტი ყოველწლიურად იზრდებოდა, 2004-2005 წლების გამოკლებით. ამასთან, განსაკუთრებით მკვეთრი ნახტომი შეინიშნებოდა 2011 წელს ევროზონაში არსებული კრიზისის შემდეგ, რომლის დროსაც ბევრი ინვესტორი კაპიტალდაბანდებისთვის საიმედო ადგილად გერმანიას მიიჩნევდა.

გაანგარიშებების ჩასატარებლად მკვლევარებმა განიხილეს ის, თუ როგორ იცვლებოდა ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტი ევროზონაში შესვლის მომენტიდან 2017 წლამდე და ივარაუდეს, როგორი შეიძლება ყოფილიყო ეს განვითარება, ესა თუ ის ქვეყანა ევროზონას რომ არ მიერთებოდა.

უნდა აღინიშნოს, რომ ზემოაღნიშნული ტენდენციის საპირისპიროდ, ევროზე გადასვლის შემდეგ იტალიამ და საფრანგეთმა, პირიქით, დიდი ზარალი განიცადეს – რამდენიმე ტრილიონი ევრო დაკარგეს.

სულ მკვლევარებმა ევროზონის 19-იდან რვა სახელმწიფო შეისწავლეს: ბელგია, საფრანგეთი, გერმანია, იტალია, ნიდერლანდები, პორტუგალია, ესპანეთი და საბერძნეთი. რეიტინგის შემდგენელმა ეს იმით ახსნა, რომ მოცემული სახელმწიფოები ევროპის სავალუტო ზონას შედარებით ადრე შეუერთდნენ (1999 წელს, საბერძნეთი – 2001 წელს) და, ამგვარად, შეიძლება „იმის დარწმუნებით თქმა, რომ ევროკავშირში გაწევრიანებას და მის შიდა ბაზართან მიერთებას კვლევის შედეგებზე გავლენა არ მოუხდენია“.

ზემოაღნიშნულ რეიტინგში გერმანიას მოსდევს ნიდერლანდები (346 მილიარდი ევროს მოგება) და საბერძნეთი (2 მილიარდი ევროს მოგება). კვლევის მონაცემებით, დანარჩენმა ხუთმა ქვეყანამ ევროზე გადასვლით მხოლოდ იზარალა –  ყველაზე მეტი ზარალი განიცადა იტალიამ (4,3 ტრილიონი ევრო), მას მოსდევს საფრანგეთი (3,5 ტრილიონი ევრო) და პორტუგალია (424 მილიარდი ევრო).

კომენტარები
თეგები
მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close