„ოსკარი-2019“ – გამარჯვებულები და ცერემონიის ყველაზე ემოციური მომენტები

„მწვანე წიგნის“ პროდიუსერის, ჩარლზ ვესლერის სიტყვა საუკეთესო ფილმისთვის მთავარი პრიზის გადაცემის შემდეგ. Reuters
2019 წელს ყველაზე „ოსკაროსანი“ ფილმები გახდა „ბოჰემიური რაფსოდია“, „შავი პანტერა“ და „მწვანე წიგნი“.

ამერიკის კინოაკადემიამ 2019 წლის საუკეთესო ფილმად დაასახელა პიტერ ფარელის „მწვანე წიგნი“ (Green Book ).  ამ ფილმმა „ოსკარი“ მიიღო საუკთესო ორიგინალური სცენარისთვისაც.

საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის ნომინაციაში მექსიკელი კონორეჟისორის, ალფონსო კუარონის „რომამ“ (Roma) გაიმარჯვა. კუარონმა „ოსკარი“ მიიღო, როგორც საუკეთესო რეჟისორმაც.

ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის „ოსკარი“ გადაეცა ოლივია კოლმანს ფილმისთვის „ფავორიტი ქალი “ (ბერძენი რეჟისორის, იორღოს ლანთიმოსის „ფავორიტი ქალი“ ( ბერძ. Η Ευνοούμενη) 8 ნომინაციაშზეი იყო წარდგენილი).

მამაკაცის როლის საუკეთესო შემსრულებლად აღიარეს რამი მალეკი, რომელმაც ფრედი მერკურის როლი შეასრულა ფილმში „ბოჰემური რაფსოდია“ (Bohemian Rhapsody).

იხილეთ ყველაზე დასამახსოვრებელი და ემოციური მომენტები „ოსკარის“ დაჯილდოების 91-ე ცერემონიიდან, რომელიც ლოს-ანჯელესში გაიმართა.

45 წლის ბრიტანელმა მსახიობმა ოლივია კოლმანმა თავისი პირველი „ოსკარი“ მიიღო ბრიტანეთის დედოფლის, ანას როლის შესრულებისთვის ფილმში „ფავორიტი ქალი“. Reuters
მომღერალმა ლედი გაგამ „ოსკარი“ მიიღო სიმღერისთვის Shallow, რომელსაც ბრედლი კუპერი ასრულებს ფილმში „ვარსკვლავის დაბადება“. ოლივია კოლმანის მსგავსად, ვერც ლედი გაგამ შეძლო ცრემლების შეკავება. KEVIN WINTER
თავად ბრედლი კუპერი წარდგენილი იყო მამაკაცის როლის საუკეთესო შემსრულებლის ნომინაციაზე, თუმცა ამჯერად „ოსკარის“ ქანდაკების გარეშე დარჩა. ცერემონიაზე იგი ცოლის, ირინა შეიკის და დედის, გლორია კამპანოს თანხლებით გამოცხადდა. KEVORK DJANSEZIAN
რამი მალეკმა მამაკაცის როლის საუკეთესო შემსრულებლად აღიარების შემდეგ  (ფრედი მერკური, „ბოჰემიური რაფსოდია“) წარმოთქმულ სიტყვაში მადლობა გადაუხადა საკუთარ მშობლებს, რომლებიც 1978 წელს ეგვიპტიდან აშშ-ში გადავიდნენ საცხოვრებლად. Reuters
მოდელ მოლი სიმსის, პროდიუსერ სკოტ სტუბერის და რეჟისორ ალფონსო კუარონის (მარჯვნივ) სელფი. კუარონმა მიიღო სამი „ოსკარი“, როგორც საუკეთესო რეჟისორმა, საუკეთესო უცხოური ფილმისა („რომა“) და საუკეთესო ოპერატორული ნამუშევრისთვის. GETTY IMAGES
საუკეთესო რეჟისურისთვის „ოსკარის“ მიღების შემდეგ კუარონი ფილმის ვარსკვლავს, მსახიობ იალიცა აპარისიოს გადაეხვია. REUTERS
3-იდან ერთი „ოსკარი“ კუარონს მსახიობებმა – ანჯელა ბასეტმა და ხავიერ ბარდემმა გადასცეს. ცერემონიას ამჯერად წამყვანები არ ჰყავდა. REUTERS
რეჟისორ სპაიკ ლის ემოციური „გამოხტომა“ საუკეთესო ადაპტირებული სცენარისთვის „ოსკარის“ მიღების შემდეგ (ფილმისთვის „შავი კუკლუქსკლანელი“). AFP
თავის ემოციურ სიტყვაში სპაიკ ლიმ მოუწოდა მაყურებლებს, მონაწილეობა მიიღონ 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში. AFP
„მე უკვე ვიცი, რომ დიდებული ვარ, კარგია, რომ ეს თქვენც გაიგეთ“, – თქვა კოსტიუმების მხატვარმა რუთ კარტერმა, რომელმაც „ოსკარი“ „შავ პანტერაში“ შესრულებული სამუშაოსთვის მიიღო. AFP
„შავი პანტერას“ დამდგმელი მხატვარი ჰანა ბიჩლერი, ისევე როგორც რუთ კარტერი, აფროამერიკული წარმოშობის პირველი „ოსკაროსანია“ ამ ნომინაციაში. AFP
კომპოზიტორმა ლუდვიგ იერანსონმა „ოსკარი“ „შავი პანტერასთვის“ შექმნილი საუნდტრეკისთვის მიიღო. REUTERS
კურდღლებიანი პლუშის მანტიამოსხმულმა კომედიური ჟანრის მსახიობმა მელისა მაკარტიმ მსახიობ ბრაიან ტაირისთან ერთად გადასცა ჯილდო კოსტიუმების საუკეთესო დიზაინისთვის. GETTY IMAGES
ქალის მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო შემსრულებელი რეჯინა კინგი. GETTY IMAGES
მაჰერშალა ალიმ და ვიტო მორტენსენმა შეასრულეს მთავარი როლები საუკეთესო ფილმში „მწვანე წიგნი“. KEVIN WINTER
პროდიუსერი ბეკი ნეიმანი (მარცხნივ) და „ბაოს“ რეჟისორი დომი ში გემოს უსინჯავენ ჯილდოს „საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური ფილმისთვის“. GETTY IMAGES
73 წლის ჰელენ მეი სცენაზე ფილმ „აკვამენის“ ვარსკვლავთან, ჯეისონ მომოასთან ერთად გამოვიდა. REUTERS
ლედი გაგამ და ბრედლი კუპერმა შეასრულეს საუკეთესო სიმღერის ნომინაციაში გამარჯვებული Shallow. GETTY IMAGES
მსახიობი კიგენ-მაიკლ კი, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, სცენაზე ციდან ჩამოფრინდა ქოლგით ხელში. AFP
მსახიობმა ჯენიფერ ჰადსონმა უშველებელი ტალღოვანი მოსასხამით იმღერა სცენაზე. AFP
მსახიობმა ბეტ მიდლერმა მაყურებლებს უმღერა სიმღერა ფილმიდან „მერი პოპინსი ბრუნდება“. AFP

წყარო: BBC

კომენტარები