უამინდობა იტალიაში – სამწუხაროდ, არის მსხვერპლი

San Sebastiano al Vesuvio (Napoli), 23 febbraio 2019. ANSA
იტალიის რამდენიმე რეგიონში ქარიშხალმა ხეები წააქცია და ინფრასტრუქტურა დააზიანა. სამწუხაროდ, არის მსხვერპლიც – ქარიშხლის გამო 4 ადამიანი დაიღუპა. ძლიერმა სიცივემ და უამინდობამ, რომელიც ბალკანეთის ნახევარკუნძულზე რუსეთიდან გავრცელდა, იტალიის ნაწილიც მოიცვა.

2 ადამიანი დაიღუპა ალვიტოში, ფროზინონეს მახლობლად, სტიქიის მიერ სახლის კედლის ჩამონგრევის შედეგად. კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა გვიდონიაში, რომის მახლობლად –  45 წლის მამაკაცის ავტომობილს ხე დაეცა, როდესაც იგი ავტომობილს მართავდა. მიღებული დაზიანებებისგან მამაკაცი საავადმყოფოში გარდაიცვალა – ამის თაობაზე სააგენტო ANSA წერს.

ხე დაეცა, აგრეთვე, მსუბუქ ავტომობილს ნეაპოლის მახლობლად. საბედნიეროდ, ავტომობილში მყოფი ქალი და ბავშვი გადარჩნენ, ქალმა მხოლოდ თავის მსუბუქი ტრავმა მიიღო.

უამინდობამ რომის მახლობლად კიდევ ერთი ადამიანი – 14 წლის მოზარდი იმსხვერპლა. ბიჭის მამა დაზიანებული ფარდულის შესაკეთებლად კიბეზე იყო ასული. მან, სავარაუდოდ, ძლიერი ქარის შედეგად, წონასწორობა ვერ დაიცვა, 6 მეტრის სიმაღლიდან ჩამოვარდა და კიბის ქვეშ მყოფ თავის 14 წლის ვაჟიშვილს დაეცა. მოზარდმა ისეთი მძიმე დაზიანებები მიიღო, რომ ექიმებმა, სამწუხაროდ, მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. ადგილზე იმყოფებოდა პოლიცია.

ქარიშხლის და უამინდობის გამო რომში კოლიზეუმის პარკი დაიკეტა – ამის თაობაზე კოლიზეუმის ოფიციალურ ტვიტერის გვერდზე დაწერეს.

Sant’Antimo in provincia di Napoli, 23 febbraio 2019. ANSA
Guidonia, 23 febbraio 2019. L’uomo alla guida della vettura, un 45enne romeno, e’ deceduto. ANSA
კომენტარები