მოგზაურობამსოფლიოnews
თურქეთში ფრენისას ტელეფონის გამოყენებისთვის ჯარიმა 3-ჯერ გაიზარდა
თურქეთში ფრენისას მობილური ტელეფონის გამოყენებისა და სიგარეტის მოწევისთვის დაწესებული ჯარიმა გაიზარდა.
ადგილობრივი გამოცემა Resmi Gazete წერს, რომ 14 თებერვალს მთავრობის მიერ გამოცემული ახალი განკარგულების თანახმად, ამ ქმედებებისთვის კანონის დამრღვევს 2124 ლირა ჯარიმა დაეკისრება ანუ თითქმის 3-ჯერ მეტი, ვიდრე აქამდე იყო განსაზღვრული (717 ლირა).
ჯარიმას თურქეთის სამოქალაქო ავიაციის შესაბამისი სტრუქტურა გამოწერს და გასაჩივრება 15 დღის ვადაში იქნება შესაძლებელი.
კომენტარები