fbpx
მსოფლიოტექნოლოგიები

რატომ ჯდება სწრაფად თქვენი ტელეფონი, რას აკეთებთ არასწორად?

მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნის გარეშე ადამიანთა უმეტესობას დღეს სიცოცხლე ვერ წარმოუდგენია, თუმცა ბევრმა არ იცის თავისი სმარტფონის სწორად მოხმარება, რაც ხელსაც უშლის და ნერვებსაც – მაგ., როდესაც ტელეფონის ელემენტი სწრაფად ჯდება, ფიქრობთ, რომ ტელეფონის ბრალია? სულაც არა, ხშირად ეს პრობლემა იმის გამო ჩნდება, რომ მობილურ ტელეფონს არასწორად მოვიხმართ. ქვემოთ გაეცნობით რამდენიმე ძალიან აქტუალურ და სასარგებლო რჩევას.

1. უმეტესობას მიაჩნია, რომ სმარტფონის ბატარეა 100%-მდე უნდა დამუხტოს, მაგრამ ეს არასწორია. საქმე ის არის, რომ სმარ­ტფო­ნებ­ში გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი ლი­თი­უმ-იო­ნუ­რი აკუმულატორი გამუდ­მე­ბულ „სტრეს­ზე“ „სიცოცხლისუნარიანობის“ დაქ­ვე­ი­თე­ბით რეაგირებს. სპეციალისტები გვირჩევენ, რომ სმარტფონის ელემენტი 30%-იდან 80%-მდე იყოს დამუხტული, თუ გვინდა, რომ ტელეფონი მალე არ დაჯდეს. გაითვალისწინეთ ისიც, რომ არც სმარტფონის ხშირ-ხშირი და უმიზნო დამუხტვა ვარგა.

2. ძილის წინ ნუ შეაერთებთ ტელეფონს დასატენად, რადგან დაგეძინებათ და სმარტფონი მთელი ღამე დარჩება დენის წყაროში შეერთებული. ბოლომდე და­მუხ­ტული ტე­ლე­ფონის დე­ნის წყა­რო­ში დატოვება აკუმულატორს აზიანებს. საქმე ისაა, რომ ­ის მაინც იღებს ელექტრო­ბას მცი­რე იმპულსე­ბით, რათა მუხტის 100%-იანი მაჩვენებელი შეინარჩუნოს, ეს კი მისთვის „სტრესული“ სიტუაციაა – აკუ­მუ­ლა­ტორი ზიანდება, ამი­ტომ როცა ტე­ლე­ფო­ნი და­ი­ტე­ნე­ბა, დე­ნის წყა­რო­დან გამორთეთ.

ექსპერტები იმასაც ამბობენ, რომ თანამედროვე სმარტფონების დატოვება დასატენად მთელი ღამით პრობლემას არ წარმოადგენს და ეს არც აკუმულატორს დააზიანებს და არც თავად მოწყობილობას. მათი თქმით, თანამედროვე სმარტფონებში ჩამონტაჟებულია ჩიპი, რომელიც ბატარეის დატენას წყვეტს 100%-იანი შევსების შემდეგ, თუნდაც კაბელი ისევ იყოს დენის წყაროში შეერთებული.

3. კიდევ ერთი გავრცელებული შეცდომა ტელეფონის აკუმულატორის ბოლომდე დაცლაა. ასეთი აუცილებლობა ადრე ნამდვილად იყო, როდესაც ტელეფონებს ნიკელ-კადმიუმის ბატარეები ჰქონდა, რომლებიც უფრო მეტ მუხტს იტევდნენ, თუ ბოლომდე დაცლის შემდეგ დატენიდით. თანამედროვე ლითიუმ-იონური აკუმულატორების შემთხვევაში ასეთი აუცილებლობა არ არსებობს, უფრო მეტიც, ექსპერტები არ გვირჩევენ თანამედროვე მოწყობილობების ბატარეის ბოლომდე დაცლას.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, როდესაც ბატარეა 30%-მდე ჩამოვა, უმჯობესია ტელეფონი დენის წყაროში ჩართოთ დასატენად. იდეალური სიტუაციაა, თუ ელე­მენ­ტის მუხ­ტი მუდმივად 30%-იდან 80%-მდე იქნება, ხოლო თუ 30%-ზე დაბლა ჩამოვა, ნუ დაელოდებით ბოლომდე დაცლას და დამუხტეთ.

4. სმარტფონის აკუმულატორზე მაღალი ტემპერატურაც ცუდად მოქმედებს, მისთვის ოპტიმალური ტემპერა­ტუ­რა 1-იდან 35 გრა­დუ­სამ­დეა, ამიტომ ეცადეთ ტელეფონი მეტისმეტად არ გახურდეს.

5. უმეტესობას თავისი სმარტფონი სპეციალურ დამცავ ბუდეში აქვს მოთავსებული, თუმცა დამუხტვის დროს უმ­ჯო­ბე­სია ბუ­დი­დან ამო­ი­ღოთ, რად­გან ბუდეში მოთავსებული ტელეფონი დატენისას უფრო მეტად ხურდება.

6. რო­გორც წესი, ყვე­ლა სმარ­ტფო­ნს მისთვის განკუთვნილი სადენი აქვს, თუმცა არსებობს სადენები, რომლებიც სხვადასხვა ტიპის ტელეფონს მუხტავს. აღსანიშნავია, რომ ასე­თი სადენებიც შე­იძ­ლე­ბა გახ­დეს სმარტფონის ელე­მენ­ტის გა­ფუ­ჭე­ბის ან გახუ­რე­ბის მიზეზი. კარგი იქნება, თუ დამუხტვისას კონკრეტულად თქვე­ნი სმარ­ტფო­ნის­თვის გან­კუთ­ვნი­ლ სადენს გამოიყენებთ.

მოამზადა ნინო ხოშტარიამ

აპლიკაცია უვიზო მიმოსვლის წესების შესახებ – SCHENGEN/EU APP

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close