მოგზაურობასაზოგადოებაnewsსაბერძნეთი

ათენის აეროპორტმა ისტორიული რეკორდი დაამყარა

მგზავრთა გადაყვანის ისტორიული რეკორდი დაამყარა 2018 წელს ათენის ელევთერიოს ვენიზელოსის სახელობის აეროპორტმა, რომელიც გასული წლის განმავლობაში 24,14 მილიონ მგზავრს მოემსახურა – ეს მაჩვენებელი 2,4 მილიონით ანუ 11%-ით მეტია, ვიდრე 2017 წელს მიღწეული შედეგი.

ზრდა განპირობებულია უცხოეთიდან შემოსულ მგზავრთა რაოდენობის მნიშვნელოვანი მატებით (+2 მლნ ანუ +13,8%), ქვეყნის შიგნით მგზავრთა ნაკადის ზრდასთან ერთად (+400 ათასი ანუ + 5,6%).

რაც შეეხება მთლიანობაში საჰაერო ხომალდების მოძრაობას, 2018 წელს ათენის აეროპორტში 217 094 საერთაშორისო რეისი (10,8%-იანი ზრდა) განხორციელდა, რაც თითქმის 7 ათასით მეტია, ვიდრე წინა რეკორდი 2009 წელს (210 147).

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close