მოგზაურობასაზოგადოებასაბერძნეთი

საოცარი ვიდეო საბერძნეთზე, რომელიც უნდა ნახოთ

ხრისტოს იატრაკოსმა და 8 FILM PRODUCTIONS-მა საოცარი ვიდეო შექმნეს სახელწოდებით SHOWREEL – ll, რომელშიც წარმოდგენილია ჰაერიდან გადაღებული ელადის სიმბოლური და საინტერესო ადგილები. 

კინემატოგრაფისტი ხრისტოს იატრაკოსი, ამავე დროს, საბერძნეთის ერთ-ერთი ყველაზე ძველი პროფესიონალი პილოტია ასევე პროფესიონალი ოპერატორის სერტიფიკატით და ლიცენზიით SHEEA.

იგი ათენში დაიბადა, თუმცა ნიცაში გაიზარდა – ახალგაზრდობის წლებში გატაცებული იყო რადიოთი, ფოტოგრაფიით და ვიდეოგადაღებით, რომელმაც საბოლოო ჯამში მისი პილოტად ჩამოყალიბება განაპირობა.

მისმა, როგორც ფოტოგრაფის, ხედვამ და გამოცდილებამ ხრისტოს იატრაკოსი კინემატოგრაფიის დარგში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ადამიანად აქცია.

იგი, აგრეთვე, არის კომპანია 8 Film Productions-ის დამაარსებელი, რომელიც დაკავებულია მუსიკალური ვიდეოკლიპების ვიზუალიზაციით, სარეკლამო ვიდეორგოლების, ტურისტული ვიდეორგოლების გადაღებით და ა. შ.

ნახეთ ვიდეო და დატკბით ამ საოცრებებით. 

www.8film.gr

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close