fbpx
საზოგადოებასაქართველო

კახა კალაძე აცხადებს, რომ კომპანია „სვეტის“ მიერ დაზარალებული მოქალაქეები უბინაოდ არ დარჩებიან

თბილისის მერი კახა კალაძე კომპანია „სვეტის“ მიერ დაზარალებულ თანამემამულეებს ჰპირდება, რომ არცერთი მათგანი ბინის გარეშე არ დარჩება.

კახა კალაძემ ამ საკითხის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ ისაუბრა. დედაქალაქის მერმა განაცხადა, რომ დედაქალაქის მერია ყველანაირად შეუწყობს ხელს, რათა ყველა დაზარალებულმა კუთვნილი ფართი მიიღოს.

„პირადად მე ჩართული ვარ და საინიციატივო ჯგუფს არაერთხელ შევხვედრივარ. ამ ადამიანებს ჩვენგან სრული თანადგომა და მხარდაჭერა აქვთ. მათ იციან ყველა ინფორმაცია, ყველა დეტალი იმასთან დაკავშირებით, თუ რას ვაკეთებთ, როგორ ვეხმარებით. როგორც იცით, მიმდინარეობს გამოძიება შესაბამისი სამსახურების მხრიდან. უახლოეს მომავალში, როგორც კი საქმე მერიაში წამოვა, ამ ადამიანებს ჩვენი მხრიდან სრული მხარდაჭერა ექნებათ. ყველაზე მძიმე ის არის, რომ ძირითადად, ესენი არიან ადამიანები, რომლებიც ემიგრაციაში არიან წასულები იმის გამო, რომ თავიანთი შვილები და ოჯახი არჩინონ. მათ შეიძინეს “სვეტში” ბინები და ისინი მოატყუეს. კიდევ ერთხელ ვპირდები მათ, რომ არცერთი ოჯახი არ დარჩება ბინის გარეშე. ყველას ექნება შესაძლებლობა, მიიღოს ის ფართი, რაც ნაყიდი აქვს. დედაქალაქის მერია ამ პროცესებს ყველანაირად ხელს შეუწყობს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published.

Back to top button
გაზიარება
Close