Il FOGLIO-მ იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტი სერჯო მატარელა წლის ადამიანად დაასახელა

პოპულარულმა გამოცემა Il FOGLIO-მ წლის ადამიანად იტალიის რეპუბლიკის პრეზიდენტი სერჯო მატარელა დაასახელა.

ამ გადაწყვეტილების კომენტირებისას გაზეთი, კლაუდიო ჩერაზას რედაქტორობით, წერს:
„თვეების განმავლობაში ის ერთადერთი პოლიტიკოსი იყო, რომელიც ახერხებდა „ჩაენერგა“ საღი აზრის პატარ-პატარა „ჩანართები“ პოპულიზმის მყარ მარმარილოში, პოლიტიკოსი, რომელმაც შეძლო ანტიევროპული ისტერიის შეჩერება. ეს იტალიელი, რომელიც უფრო მეტად, ვიდრე რომელიმე სხვა, წარმოადგენს ეროვნულ ერთობას, ერთადერთი ინსტიტუციური ფიგურაა, რომელსაც აქვს უნარი თავის თავზე აიღოს პასუხისმგებლობა იტალიისთვის“.

კომენტარები