მსოფლიოიტალია

ახალი წლის ღამეს იტალიურ მოედნებზე ფეიერვერკები და წიწაკის აეროზოლები აკრძალულია

2018 წლის დასრულებამდე და ახალი წლის შემოსვლამდე ცოტაღა დარჩა, იტალიელები დიდი საახალწლო სეირნობისთვის ემზადებიან. ბევრი ადგილობრივი მცხოვრები და ჩამოსული ტურისტი დამდეგი 2019 წლის შემოსვლას მოედნებზე ხვდება, ტრადიციული კონცერტების ჰანგების გარემოცვაში.

არსებული რისკის გათვალისწინებით, მთავარი იტალიური ქალაქების მერებმა სიფრთხილის ზომები მიიღეს და გამოსცეს დადგენილებები, რომელთა თანახმადაც, კატეგორიულად იკრძალება კონცერტებზე შუშის ბოთლების და სპრეების (აეროზოლების) მიტანა, როგორიცაა თავდაცვის საშუალება წიწაკის აეროზოლი. ამას გარდა, ქალაქებში აკრძალულია პეტარდების და ფეიერვერკების გამოყენება.

ამ წესების დამრღვევები 500 ევროთი დაჯარიმდებიან.

აღნიშნული აკრძალვები მოქმედებს შემდეგ ქალაქებში: ფლორენცია, ჩეზენა, იმოლა, მილანი, ტურინი, მატერა, ბოლონია, გენუა, ველეტრი.

წიწაკის აეროზოლის პატარა ბალონების მიტანა საახალწლო თავშეყრის ადგილებში, მოედნებზე აიკრძალა კორინალდოში დისკოთეკაზე მომხდარი ტრაგედიის სამწუხარო გამოცდილების გამო, რომელზეც ჩვენმა მკითხველმა უკვე იცის: კონცერტის დაწყების წინ ვიღაცამ ჰაერში წიწაკის აეროზოლი გააფრქვია, რამაც პანიკა და ჭყლეტა გამოიწვია. შედეგად 6 ადამიანი (მათ შორის, 5 არასრულწლოვანი) დაიღუპა. ქალაქების მერებმა ზემოაღნიშნული დადგენილებები მსგავსი შემთხვევების პრევენციის მიზნით მიიღეს.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close