მსოფლიოპოლიტიკა

დიდი ბრიტანეთი „ალ ქაიდას“ თავდასხმებისთვის ემზადება

სირიაში დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ პოზიციების დასუსტების ფონზე ბრიტანულმა დაზვერვამ „ალ ქაიდას“აქტიურობის გაძლიერება დააფიქსირა, – ამის თაობაზე THE TIMES-ი იუწყება დიდი ბრიტანეთის უსაფრთხოების საკითხების მინისტრის, ბენ უოლესის განცხადებაზე დაყრდნობით.

უოლესის თქმით, „ალ ქაიდა“ აღდგენის რეჟიმშია, მან თავის შიგნით რეორგანიზაცია მოახდინა. ეს ფაქტი პოლიტიკოსებს „აწუხებს და ღამით არ აძინებს“; ტერორისტებმა ახალი ტექნოლოგიები აითვისეს, ამიტომ ბრიტანეთის ხელისუფლება შიშობს, რომ ისინი შეეცდებიან სამგზავრო ავიალაინერებზე მიიტანონ იერიშები პატარა ბომბებისა და ასაფეთქებლით აღჭურვილი დრონების მეშვეობით, რომელთა ესკიზები სპეცსამსახურებმა იპოვეს.

„ისინი სულ უფრო მეტ გეგმას ამუშავებენ ევროპასთან დაკავშირებით, მათ ახალი მეთოდები აითვისეს და ისევ აპირებენ თვითმფრინავებზე თავდასხმას“, – ხაზგასმით აღნიშნა ბენ უოლესმა.

მან დასძინა, რომ ტერორისტული დაჯგუფება „ალ ქაიდას“ გაძლიერების გამო ბრიტანეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ და ამერიკის შეერთებული შტატების ტრანსპორტის სამინისტრომ ერთობლივად შექმნეს სპეციალური პროგრამა თვითმფრინავების აფეთქებისგან დასაცავად, რისთვისაც ბრიტანეთის ხელისუფლებამ 25 მლნ ფუნტი სტერლინგი გამოყო.

The Times-ი აღნიშნავს, რომ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით სირიიდან ამერიკის ჯარების გამოყვანა, რომელზეც მისი ტვიტერიდან გახდა ცნობილი, ბოევიკებისთვის უსაფრთხო ზონას შექმნის, რათა მათ თვითმფრინავებზე თავდასხმები მოამზადონ.

20 დეკემბერს ლონდონის აეროპორტის თავზე, ცაში 2 დრონი შეამჩნიეს, რის გამოც ფრენები თითქმის ერთ დღეზე მეტხანს შეჩერდა, თუმცა ამ დრონებთან ტერორისტების კავშირის ვერსია არ დადასტურდა.

დღეისათვის ითვლება, რომ „ალ-ქაიდა“ და მისი ფილიალები მოქმედებენ სირიაში, ავღანეთში, იემენში, ლიბიასა და ახლო აღმოსავლეთის სხვა ქვეყნებში.

ბენ უოლესი მიიჩნევს, რომ 2019 წელს „ალ ქაიდასთან“ საბრძოლველად უნდა მოემზადონ და თვითმფრინავების უსაფრთხოება უზრუნველყონ.

ნიკო აბაშიშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close